უნდა გამოიძახოს სანიოლმა ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძე?
“ჰამბურგმა” მე-2 ბუნდესლიგაში მორიგი მატჩის მოგება მოახერხა და ბუნდესლიგაში გადასასვლელად “ჰერტას” წინააღმდეგ პლეი-ოფში ითამაშებს. კვლავ სათადარიგო იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მოედანზე დიდი ხანია არ გასულა.
დიდი ალბათობით, “ჰამბურგი” ჩაკვეტაძეს არ გამოისყიდის და გიორგიც “გენტში” დაბრუნდება, თუმცა მანამდე, სანაკრებო მატჩებია, რომელშიც სანიოლს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის გამოძახება მოუწევს.
ჩაკვეს სათამაშო პრაქტიკა პრაქტიკულად არ აქვს, დემოტივირებულია, ვარჯიშებზე მისი აქტიურობა არც სანიოლს, არც “ჰამბურგის” მწვრთნელ ტიმ ვალტერს და არც “გენტის” თავკაცს მოსწონდა. ვილი შემადგენლობას სულ მალე გამოაცხადებს და უფრო მაინც, ნაკლებად სავარაუდოა, ჩაკვეტაძე გამოძახებულთა შორის იყოს.
4 მატჩი 10 დღეში საკმაოდ გადამღლელი იქნება და მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მას შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა.
ნაკრები 2 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს, 5 ივნისს ბულგრაეთს ესტუმრება, 9-ში ჩრდ.მაკედონიას, 12-ში კი ბულგარეთს სახლში მიიღებს.