უნგრელმა გაბორ კირაიმ საფეხბურთო კარიერა 43 წლის ასაკში დაასრულა
უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მეკარემ, გაბორ კირაიმ, საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ 43 წლის ასაკში მიიღო გადაწყვეტილება.
ბოლო სეზონი ვეტერანმა მეკარემ კლუბ “ჰალადასში” ჩაატარა, სწორედ იქ, სადაც მისმა პროფესიონალურმა კარიერამ 1993 წელს აიღო სტარტი. ბოლო სეზონში მან 24 მატჩჩში დაიცვა უნგრული კლუბის კარი.
კირაი მსოფლიო ფეხბურთში ერთი თავისებურებების გამოა ცნობილი – 26 წლის მანძილზე (882 მატჩი) ის საფეხბურთო მოედანზე შარვლით გამოდიოდა. 40 წლის ასაკში კირაი ყველაზე უფროსი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე (ევრო-2016-ზე) ითამაშა.
უნგრელი მეკარე ასევე გამოდიოდა “მიუნხენ 1860”-ის, “ჰერტას”, “ბარნლის”, “კრისტალ პალასის”, “ასტონ ვილასა” და “ფულჰემის” რიგებში. ნაკრების მაისურით კი მას 108 მატჩში აქ მონაწილეობა მიღებული.