უნგრეთმა ყველასდა გასაკვირად ავსტრია დაამარცხა
დღეს გაიმართა ევრო 2016-ის F ჯგუფის გახსნითი მატჩი, სადაც ერთმანეთს უნგრეთისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ მატჩში ავსტრიელები უდაო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა უნგრელებმა ყველაფერი გააკეთეს, იმისათვის რომ გამარჯვება მოეპოვებინათ და მოიპოვეს კიდეც.
მატჩის პირველი ნახევარი არც ისე სანახაობრივი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირი იყო უხეში ორთაბრძოლები და ნაკლები საგოლე მომენტები. მეორე ტაიმში კი უნგრელების კარგ შეტევას სზალაის გოლი მოჰყვა 62′-ე წუთზე, რის შემდეგაც დრაგოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
მატჩის დანარჩენ ნაწილში ავსტრიელები მაქსიმალურად ცდილობდნენ გათანაბრებას, თუმცა ბოლოს გოლი კვლავ მათ კარში გავიდა. თავი სტიბერმა გამოიჩინა.
ევრო-2016
F ჯგუფი
ავსტრია – უნგრეთი 0:2
ავსტრია: ალმერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ფუჩსი (კ), არნაუტოვიჩი, ალაბა, იანუზოვიჩი (საბიცერი 59′), ჰარნიკი (შოპფი 76′), ბაუმგარტლინგერი, კლეინი, იანკო (ოკოტიე 65′).
მთავარი მწვრთნელი: მარსელ კოლერი.
უნგრეთი: კირალი, ლანგი, კადარი, ფიოლა, ჯსუდზაკი (კ), ნაგი, სზალაი (პრისკინი 69′), გერა, ნემეთი (პინტერი 89′), კლეინხეისლერი (სტიბერი 80′), გუზმიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ბერნდ შტორკი
გოლი: სზალაი 62′ (0-1), სტიბერი 87′ (0-2)
გაფრთხილება: დრაგოვიჩი 33’& 66′; ნემეთი 80′
მთავარი მსაჯი: კლემან ტიურპინი