უნგრეთთან გადამწყვეტი მატჩის წინ ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

თარიღი: აგვისტო 24, 2014

დღეს, 19:00 საათზე საქართველოს ნაკრები ყოფნა-არყოფნის მატჩში უნგრეთს დაუპირისპირდება. იგორ კოკოშკოვის გუნდს მინიმუმ 10 ქულით გამარჯვება სჭირდება საიმისოდ, რომ ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდოს და თუ გაცილებით მეტით მოიგებს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი მით უფრო იზრდება. ჩვენს ნაკრებს დღეს რომ სჭირდება გულშემატკივრის დახმარება, ასე არასდროს სდომებია.

გუშინ, სპორტის სასახლეში ხვალინდელმა მეტოქეებმა ივარჯიშეს. საქართველოს ნარების ვარჯიში 2 საათს გაგრძელდა, უნგრელებმა კი მსუბუქი, მოთელვითი ხასიათის ვარჯიში გამართეს. მიზეზი ის იყო, რომ უნგრელები თბილისში შუადღეს ჩამოვიდნენ და სრულყოფილი ვარიშის გასამართად ილაჯი აკლდათ.

საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დასკვნით ნაწილს მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ და მოთამაშეებაც მატჩისწინა კომენტარები გააკეთეს.

რაც შეეხება უნგრეთს, ჩვენი ხვალინდელი მეტოქე იმავე შემადგენლობით ითამაშებს, რითაც კეჩკემიტში დაგვისპირისპირდა. უნგრელებს არ ეყოლებათ ადამ ჰანგა, ყველაზე სახელოვანი კალათბურთელი, თუმცა მისი არყოფნა კეჩკემიტში მასპინძლებს არ უგრძვნიათ.

ვიქტორ სანიკიძე: ხვალ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, რითაც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ბედი გადაწყდება. ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება და დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი სიცხის მიუხედავად აუცილებლად მოვა სპორტის სასახლეში. მომზადებულნი ვარ, წინა შეხვედრებზე ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ყველაფერი გავაანალიზეთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ რათა ხვალ დიდი ანგარიშით მოვიგოთ. ამით კიდევ უფრო დიდი შანსი გვექნება ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრათ და თეორიულად პირველი ადგილის დაკავებაც შეგვეძლება.

ზაზა ფაჩულია: ხვალინდელი შეხვედრა ფინალის ტოლფასია, რადგან მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დიდია. მთელი ყურადღება და კონცენტრაცია ხვალინდელ მატჩზე გადაგვაქვს. რთული 10 დღე გვქონდა მაგრამ კარგია რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას შინ ვთამაშობთ და ეს პრივილეგია მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.იმედია მაყურებლისგან დადებითი ემოცია წამოვა და ერთად მივაღწევთ სასურველშედეგს.

დუდა სანაძე: ბიჭები ყველანაირად მომზადებულნი ვართ და მაყურებელს გამარჯვებას და სასიამოვნო თამაშს ვპირდებით.ხალხის მხარდაჭერა და ბევრი გულშემატკივარი გვჭირდება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსს თავში ბურთი გაარტყეს – ლებრონის რეაქცია (ვიდეო)

13 სექტემბერს, “ლოს ანჯეჯელს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 119:96 დაამარცხა. შეხვედრის მიმდიანრეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტინ ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველომ ესტონეთი კაჭარავას გოლით დაამარცხა

საქართველომ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ესტონეთთან სტუმრად გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ მეტოქე ნიკა კაჭარავას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯეიმს ჰარდენმა “ლეიკერსთან” გამარჯვების საიდუმლო გაამხილა

გამთენიისას ორლანდომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” დიდებულ დაპირისპირებას უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში ბრ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე: “ცსკა” ევროლიგის მოგების მთავარი ფავორიტია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი და “არისის” მოქმედი სპორტული დირექტორი, ვიქტორ სანიკიძე, თვლის, რომ თორნიკე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: “კარანტინში ყოფნისას ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა”

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის თავისებურებებსა და ცხოვრების ახალ სტილზე პრესასთან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “მეფედ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ჰიუსტონ როკეტსის” გამთამაშებელმა, რასელ უესტბრუკმა, თავად დაადასტურა, რომ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. “ორლანდოში გუ...
წაკითხვა