უოლკოტი: კიდევ ორი კვირა ლაზარეთში

თარიღი: ოქტომბერი 21, 2013

ლონდონის “არსენალის” გარემარბი სრულად გამოჯანმრთელებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, მონტენეგროსა და პოლონეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში თეო უოლკოტმა დაზიანება მიიღო.

ხუთშაბათს, უოლკოტმა ვარჯიშის განახლება შეძლო, თუმცა მას ტრავმის რეციდივი აღმოაჩნდა და პრემიერ ლიგის მორიგ ტურში “ნორვიჩის” წინააღმდეგ გუნდის დახმარება ვერ შეძლო. გარდა ამისა, მას მცირე ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა:

“თეოს რამდენიმე დღით დასვენება ესაჭიროება. დაახლოებით ორი კვირა”, – განმარტა არსენ ვენგერმა.

სანდრო საპანაძე

მსგავსი სიახლეები