ურთულესი ოპერაციები დაზარალებულ მორაგბეებს
საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით, 25 ივლისს გიორგი ლომინაძეს, მის მეუღლეს და მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს ჩაუტარდათ ურთულესი, რამდენიმესაათიანი ოპერაცია ყბა-სახეზე მრავლობითი დამსხვრეული მოტეხილობების გამო.
ქირურგიული ჯგუფი ოპერაციების შედეგებს დადებითად აფასებს.
პაციენტები კვლავ რჩებიან მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ არსებობს ინფექციის განვითარების მაღალი რისკი, ზოგადი მდგომარეობის დინამიკა შეიძლება შეფასდეს პოზიტიურად.
რაც შეეხება მერაბ კვირიკაშვილს, მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც მანამდე აღვნიშნეთ, იგი მრავლობითი დაჟეჟილობით გადაყვანილია პალატაში.