ურუგვაის მწვრთნელი: “გოდინი და ხიმენესი მსოფლიოს საუკეთესო მცველები არიან”
ურუგვაიმ მსოფლიოს ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა ეგვიპტის ნაკრების წინააღმდეგ ხოსე ხიმენესის მიერ, 89-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. ამ მატჩში არანაკლებ კარგად ითამაშა სამხრეთამერიკელთა მეორე ცენტრალურმა მცველმა, დიეგო გოდინმა.
ურუგვაის ნაკრების მწვრთნელმა, კრისტიან როდრიგესმა თავისი ნაკრების ცენტრალური მცველები შეაქო.
“დიეგო და ხოსე მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველები არიან. ისინი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს ორი ფეხბურთელი ერთად მცირე დროოს მანძილზე თამაშობენ. თუმცა, კარგად არიან შეთამაშებულნი და მათი დიდი იმედი მაქვს.”
“ზოგადად, ძალიან უჩვეულო ჩემპიონატია. არავინ ელოდა ასეთ შედეგებს, თუნდაც, ბრაზილიისა და არგენტინისგან. რთულია აქ მოხვედრა, ხოლო, აქ თამაში კი, კიდევ უფრო რთული. ჩვენს სტილ ვენდობით. დიდი ხანია, ერთად ვთამაშობთ და მშვენიერი გამოცდილებაც დაგვიგროვდა,” – ამბობს როდრიგესი.