ურუგვაის ნაკრებმა რუსეთი იოლად დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 25, 2018

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური გაიხსნა. A ჯგუფში ურუგვაის ნაკრები მასპინძელ რუსეთს დაუპირისპირდა, ხოლო საუდის არაბეთი ეგვიპტეს ეთამაშა. ამ ჯგუფში მერვედფინალურ ეტაპზე გამსვლელ გუნდთა ვინაობა უკვე გარკვეული იყო, თუმცა გასარკვევი ის რჩებოდა, თუ ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს.

ჯგუფის ლიდერთა შეხვედრაში სამხრეთამერიკელებმა იოლ გამარჯვებას მიაღწიეს. ურუგვაის ნაკრები მატჩის მე-10 წუთზე ლუის სუარესმა საჯარიმო დარტყმით დააწინაურა. 23-ე წუთზე ურუგვაელთა უპირატესობა გაიზარდა: დიეგო ლაქსალტის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი დენის ჩერიშევს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა, რუსთა კიპერმა იგორ აკინფეევმა კი ხეირიანი რეაგირება ვერ მოასწრო – 2:0. 36-ე წუთზე რუსეთის ნაკრების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. იგორ სმოლნიკოვმა ლაქსალტის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

მინდორზე ათი კაცით დარჩენილი რუსეთის ნაკრები მეორე ტაიმში სხვაობის შემცირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. მატჩის მიწურულს ედინსონ კავანიმ მასპინძელთა კარში მესამე ბურთიც გაიტანა და შეხვედრას დასკვნითი წერტილი დაუსვა. საბოლოო ჯამში, ურუგვაის ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. რუსეთი ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე მეორე პოზიციიდან გავიდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი (III ტური)
ურუგვაი — რუსეთი 3:0 (2:0)
გოლები: სუარესი 10′, ჩერიშევი 23′ (ა.გ.), კავანი 90′.
გაძევება: სმოლნიკოვი 36′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დორტმუნდის “ბორუსიას” სუპერგოლამდე სულ ცოტა დააკლდა (ვიდეო)

31 მაისს, გერმანის ბუნდესლიგაში “პადერბორნმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო და ანგარიშით 1:6 დამარცხდა. მატჩის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტურამმა გოლი ამერიკაში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, მარკუს ტურამმა, ამერიკაში გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდს “უნიონის” კარში მეორე ტაიმში გატან...
წაკითხვა
ფეხბურთი

წიტაიშვილმა დონეცკის “შახტართან” მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)

უკრაინის ჩემპიონატში დონეცკის “შახტარი” საკუთარ მოედანზე კიევის “დინამოს” მასპინძლობს. შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე სტუმართა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მერებაშვილის საგოლე გადაცემა პოლონეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

პოლონეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში პლოცკის “ვისლა” საკუთარ მოედანზე “კორონას” მასპინძლობს. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახს...
წაკითხვა
ფეხბურთი

სფფ-ის წარმომადგენლებმა ხაშურის მშენებარე სტადიონი მოინახულეს (ვიდეო, ფოტო)

30 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვერდერის” ფეხბურთელმა “შალკეს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ლეონარდო ბიტენკურტის გოლი “შალკეს” კარში იხილეთ ვიდეო Amazing GOAL!#Schalke 0-1 Werder #Bremen (32’ #Bittencourt) pic.twitter.com/q4OIgZ62...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ აღნიშნა “სალსბურგმა” ავსტრიის თასის მოგება (ვიდეო)

29 მაისს, ავსტრიის თასის ფინალში “სალსბურგმა” “აუსტრია” გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს ზეიმი სოცია...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანიის ჩემპიონატი საოცარი გოლით განახლდა (ვიდეო)

28 მაისს დანიის ჩემპიონატი “ორჰუსსა” და “რანერსს” შორის 21-ე ტურის მატჩით განახლდა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შტუტგარტმა” “ჰამბურგი” 92-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა (ვიდეო

“შტუტგარტი” 3:2 “ჰამბურგი” გონსალო კასტროს გოლი 92-ე წუთზე იხილეთ ვიდეო Stuttgart 3-2 Hamburger SV⚽️: Gonzalo […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “კოპა ამერიკის გადადების ამბავი ძალიან რთულად გადავიტანე”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, ლიონელ მესი, კოპა ამერიკის გადატანის ამბავს ეხმაურება. როგორც [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანული კლასიკა: “ბაიერნმა” გასვლაზე “ბორუსია” დაამარცხა (ვიდეო)

26 მაისს “სიგნალ-იდუნა პარკმა” გერმანულ კლასიკად შერაცხულ დაპირისპირებას უმასპინძლა. უმაყურებლოდ დარჩენილ სტადიონზე მიუნხენის “ბაიერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფრანგეთში საფეხბურთო მატჩს 400 პირი დაესწრო (ვიდეო)

24 მაისს, სტრასბურგში, ქალაქის ორი სხვადასხვა რაიონის გუნდებს შორის არასანქცირებული მატჩი გაიმართა, რომელსაც დაახლოებით ოთხასი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორი გოლი გავიდა “ბაიერნი” – “აინტრახტის” მატჩში

იხილეთ ვიდეო Gooooooooooooooooooooal Hinteregger own goal@MnbrMadrid5 pic.twitter.com/s3BowQ2fwq — عز – @MnbrMadrid5 (@CupClup34) May 23, ...
წაკითხვა