უსეინ ბოლტი: “მინდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა 50-ეულში მოვხვდე”
ნათქვამია, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო და მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მორბენალიც ოცნებობს. უსეინ ბოლტს უკვე დიდი ხანია პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომა სურს, მეტიც – მას პლანეტის საუკეთესო მოთამაშეთა 50-ეულში მოხვედრა აქვს განზრახული.
“თუ რეგულარულად თამაშის შესაძლებლობა მომეცემა, მინდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა 50-ეულში მოვხვდე. მინდა, ვიყო თავდამსხმელი, რომელიც სეზონში მინიმუმ ოც გოლს გაიტანს.
მომწონს სპორტის ეს სახეობა და დიდი ხანია ფეხბურთელობაზე ვფიქრობ. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი და მქონდა შესაძლებლობა, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ფიზიკური თვალსაზრისით ფეხბურთი ძალზედ რთული თამაშია და არც მე ვარ ახალგაზრდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ოთხი წლის განმავლობაში კარგად თამაში შემიძლია”, – აღნიშნა 30 წლის იამაიკელმა სპრინტერმა.
შეგახსენებთ, რომ უსეინ ბოლტი “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარია.