უსეინ ბოლტი “ოლდ ტრაფორდზე” გასამართ მატჩში მიიღებს მონაწილეობას (ვიდეო)
იამაიკელი სპრინტერი, რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსეინ ბოლტი საფეხბურთო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიმართება. შეხვედრა 10 ივნისს, მანჩესტერში, “ოლდ ტრაფორდზე” ჩატარდება.
მატჩში ერთმანეთს ცნობილი ადამიანებისა და ყოფილი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრის ორგანიზატორები მომღერალი რობი უილიამსი და ტელეწამყვანი ჯონათან უილქსი არიან. მატჩიდან შემოსული თანხა გაეროს ბავშვთა ფონდში გადაირიცხება.
უესინ ბოლტ არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ოცნებობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ მან სამხრეთაფრიკულ “მამელოდი სანდაუნსთან” კონტრაქტი გააფორმა.
Excited to announce that I will be playing in @socceraid for @UNICEF_uk 2018 at Old Trafford on Sunday 10th June. Make sure you’re ready @robbiewilliams! ⚽️? pic.twitter.com/t2sDB1iLP8
— Usain St. Leo Bolt (@usainbolt) 27 February 2018