უსმან დემბელე სამიდან ოთხ თვემდე იუქმებს
ძალიან ცუდი ინფორმაცია ვრცელდება კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის.
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეოთხე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2 :1 დაამარცხა. შეხვედრის 25-ე წუთზე დაზიანება მიიღო უსმან დემბელემ, რომლის ნაცვლად მოედანზე ჟერარდ დეულოფეუ შემოვიდა.
როგორც ესპანური პრესა იუწყება, 20 წლის ფრანგის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. მას მარცხენა ბარძაყზე აქვს დაზიანება, რის გამოც სამიდან ოთხ თვემდე უქმობა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ დემბელე გასულ ზაფხულში 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა “ბორუსიადან” “ბარსელონაში”.