უსტიაშვილის ხელმძღვანელობით ბათუმმა პირველი მატჩი ქუთაისში მოიგო

თარიღი: თებერვალი 14, 2015

„ბათუმმა“ ქუთაისში იმარჯვა. დავით უსტიაშვილმა აჭარულ გუნდში მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი მოიგო. „ბათუმის“ ყოფილი თავკაცი, მიხეილ კობეშავიძე დღეს „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. სატურნირო მნიშვნელობასთან ერთად ამ მატჩის მთავარი შტრიხიც მწვრთნელების ფაქტორი იყო.

„ქუთაისი“ ბათუმელებს ცხრილში 3 მოგებით  გვარიანად უსწრებდა, თან შინ თამაშობდა და ცხადია, ფავორიტად ითვლებოდა. თამაშის მსვლელობამ კი საპირისპირო აჩვენა. შინაურ სარბიელზე ტრადიციულად კარგად მოასპარეზე ქუთაისელებმა გამართულად მოთამაშე ბათუმელებს ვერაფერი დაუპირისპირეს.

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ სტუმრებმა სათამაშო ინიციატივა მოიპოვეს და ეს შედეგზეც აისახა. მეორე პერიოდი ბათუმელებმა 27:18 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 10-ულიანი ლიდერობით გავიდნენ – 46:36.

ბათუმელები გუნდურად თამაშობდნენ, მათი წინამძღოლი კი ბომბარდირი ბიჯეი იანგი გახლდათ, რომელმაც საბოლოოდ 37 ქულა ჩააგდო და აჭარულ გუნდს გამარჯვება მნიშვნელოვნად განსაზღვრა. იანგს ოპონენტობას უწევდა ქუთაისელთა სლოვენიელი ახალწვეული მირზა სარალია, რომელმაც იმერულ კლუბში თავის რიგით მეორე მატჩში 23 ქულა ჩააგდო.

მესამე პერიოდში მასპინძლებმა თამაში გამოაკეთეს და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს. ცხადი გახდა, რომ ყველაფერზე პასუხი ბოლო მეოთხედს უნდა გაეცა. გუნდებმა შედეგიანობა გამოავლინეს და უკანასკნელი ათწუთეულში მთლიანობაში 65 ქულა ჩავარდა. ბათუმელებმა გუნდურად ითამაშეს – იანგმა, ნოდარ თენიეშვილმა, ნიკ კელოგმა, ირაკლი მიქელაძემ და კრის ფელჩერმა გასამარჯვებლად აუცილებელი ბურთები ჩააგდეს და ქუთაისელთა მცდელობა, მატჩის ბედი შემოატრიალებინათ, მცდელობად დარჩა. მაქსიმუმი, რაც მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა შეძლეს, სხვაობის 3 ქულით შემცირება იყო.

საბოლოოდ ბათუმელებმა 97:91 მოიგეს და ცხრილში პოზიცია გაიმაგრეს. ქუთაისურ მატჩში საუკეთესო ზემოთხსენებული იანგი გახლდათ, 17-17 ქულა დააგროვეს ირაკლი მიქელაძემ და ნიკ კელოგმა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი ბათუმელთა ამერიკელმა ცენტრმა, კრის ფელჩერმა მიითვალა – 13 ქულა, 14 მოხსნა. ქუთაისურ გუნდში 23 ქულით საუკეთესო მირზა სარალია გახლდათ, ზაურ ფაშაევმა კი 21 ქულა მიითვალა.

სუპერლიგის მე-9 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, თბილისში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ქუთაისი – ბათუმი  91:97

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): როგორც ყოველთვის, დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა. ბათუმის გუნდი ძალიან მომზადებული ჩამოვიდა ქუთაისში და მივულოცავ ამ წარმატებას.  სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ  დალაგებული თამაში და არ მოგვეცა ჩვენი უპირატესობის გამოყენების საშულება. ფარქვეშ თამაში წავაგეთ,  დავკარგეთ ძალიან ბევრი ბურთი…  როდესაც თანაბარი ძალების მქონე გუნდთან თამაშობ, ბურთის დაკარგვა მეტოქის მიერ ჩაგდებული ქულების ტოლფასია. ძალიან დაგვაკლდა გიორგი ბარბაქაძე, თუმცა მე მინდა  მადლობა გადავუხადო ყველა მოთამაშეს, ვინც დღეს მოედანზე იმყოფებოდა და ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა ამ შეხვედრაში.  სპორტული ფორტუნა დღეს არ გვწყალობდა. გული მწყდება რომ ვერ ვასიამოვნეთ ჩვენი გულშემატკივარი, თუმცა ყველაფერი წინაა და ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება.

 

დავით უსტიაშვილი (“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი): ძალიან დაძაბული მატჩი და კარგი ატმოსფერო იყო. მთელი თამაშის  მანძილზე ვიგებდით, შეხვედრას ჩვენ  ვაკონტროლებდით და ვფიქრობ დამსახურებულად მოვიგეთ. ჩვენმა ბიჭებმა  ძალიან მაგრად ითამაშეს და ბოლომდე იბრძოლეს. მოწინააღმდეგე გუნდმაც ბრწყინვალედ იასპარეზა.  გამოვარჩევდი „ქუთაისის“ ახალ ლეგიონერს,  მირზა სარალიას, რომელიც  შესანიშნავი მოთამაშეა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. წინ დაძაბული  მატჩები გველის, ყველა გუნდი გაძლიერებულია და ვფიქრობ მეორე წრე საინტერესო იქნება.

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა