უცებ გაფიქრებული…

თარიღი: ნოემბერი 3, 2013

ბოლო დროს ტოტალური მოუცლელობის გამო ფეხბურთს იმ სიხშირით ვეღარ ვუყურებ როგორც თუნდაც ორი წლის ხოლმე. დღეს არსენალი-ლივერპულისთვის “მოვიცალე” და “რაიო-რეალი” რომ დაიწყო, იმის ყურება გავაგრძელე…

რონალდომ ანგარიში გახსნა, მერე მესამეც გაიტანა და ერთმა რამემ გამიელვა თავში:

მესი რომ “მესია” და მოვლენაა მსოფლიო ფეხბურთში ამაზე არ ვდავობ, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, ერთია, როცა 13 წლიდან მსოფლიოს საუკეთესო აკადემიაში იზრდები, საუკეთესო მწვრთნელები, ფსიქოლოგები და სხვა სპეციალისტები ფაქტობრივად ბავშვობიდან გამზადებენ იმისთვის, რომ “ბარსელონას” ლიდერი უნდა იყო და შემდეგ რონალდინიოსთან, ხავისთან და ინიესტასთან ერთად თამაშობ და მეორე, როცა 18 წლის ბიჭი მიდიხარ “მანჩესტერ იუნაიტედში”, იცვამ 7 ნომრიან მაისურს, რომელიც დევიდ ბექჰემმა სულ “ახლახანს გაიხადა” და იქამდე “მანჩესტერში” თუ ვინმეს რამე უთამაშია ყველას ის ეცვა, ხდები გუნდის ცალსახა ლიდერი, პრემიერლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, იგებ ყველაფერს, რაც შეიძლება მოიგო, თან “პირადად მოიგოო” რომ ამბობენ, ისე, მერე გადადიხარ მადრიდის “რეალში”, კლუბში, რომელშიც ინტრიგა უფრო მეტია, ვიდრე სხვა ყველაფერი ერთად და რომელშიც უამრავ დიდ ფეხბურთელს ვერ გამოუვლენია თავისი შესაძლებლობების ნახევარიც კი (ბექჰემი, ოუენი, რობენი, სნეიდერი, ეს უცებ რაც გამახსენდა), კლუბში, რომელიც თავად ლეგენდაა და ლეგენდებით ცხოვრობს და 200 მატჩში 200-ზე მეტი გოლი გაგაქვს, ზედიზედ ხსნი ცალკე “რეალის” და ცალკე “პრიმერას” რეკორდებს და თან წლიდან წლამდე უფრო და უფრო უმატებ, ზუსტად ამიტომ ვფიქრობ, რომ მას “აქვს უფლება” იყოს ამაყი, ფიქრობდეს რომ სხვებზე წინ დგას და ჰქონდეს პრეტენზია საუკეთესოობაზე, ის პორტუგალიაში დაბადებული პატარა ბიჭიდან მსოფლიო ფეხბურთის მონსტრად იქცა და ეს საკუთარი ნიჭით, შრომით და რაც მთავარია, ევროპის ორ სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის ჩემპიონატში მოახერხა.

არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს და მითუმეტეს, არც ის, როგორ შევლენ მესი და რონალდო წლების შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ვინ წინ და ვინ უკან, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ რონალდო ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელიც დღემდე დაბადებულა, “სრულყოფილი” ნიშნავს “სრულყოფილს”, “ყოველმხრივ განვითარებულს” და არა “ტექნიკურს”, “სწრაფს”, “ლიდერს”, “თავით კარგად მოთამაშეს”, “სტანდარტულების ოსტატს” და მსგავს ცნებებს ცალ-ცალკე, მასში ყველაფერი ერთადაა, თანაც ძალიან მაღალ დონეზე. როგორც მინიმუმ, “მსოფლიოს საუკეთესოზე კამათი საერთოდ არ უნდა იყოს იქ სადაც მესია” მოსაზრება, კარგადაა გადასახედი…

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძე: “დინამოსთვის” ყველაფერს გავაკეთებ”

თბილისის “დინამოს” ახალწვეულმა, ლევან მჭედლიძემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი ემოციები გაგვიზიარა. “ძალიან მოხარული ვარ, &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “მანჩესტერ იუნაიტედმა” დავიდ დე ხეას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დარაჯმა, დავიდ დე ხეამ, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ინფორმაციას “მანკუნიანელების”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნევილი: “რაიოლა არა მხოლოდ “იუნაიტედის”, არამედ მთელი ევროპის სირცხვილია

გარი ნევილმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ ლიდერ პოლ პოგბაზე საუბრისას მისი აგენტი, მინო რაიოლა, საჯაროდ გაკიცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლ სქოულზის სუპერპასი კომპანის გაცილების მატჩში (ვიდეო)

11 სექტემბერს მანჩესტერში ვინსენ კომპანის გაცილების მატჩი გაიმართა. ერთმანეთს “სიტისა” და პრემიერ ლიგის ლეგენდები დაუპირისპირდნენ. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

მადრიდული პრესა: კროოსი ზამთარში, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდეს

ავტორიტეტული და სანდომიანი მადრიდული გამოცემა EL Chiringuito ირწმუნება, რომ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა პოლ პოგბას ტრანსფერში [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ევრას მწვრთნელის ლიცენზიის აღებაში დაეხმარა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, პატრის ევრა, კლუბს დაუბრუნდა. ამჯერად, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი “წითელი ეშმაკებისR...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილია მესამე ევროტურნირის სახელწოდება

ცნობილი გახდა მესამე ევროტურნირის სახელწოდება, რომელმაც სტარტი 2021-2022 წლების სეზონიდან უნდა აიღოს. გერმანული გამოცემა “ბილდი” […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიდიჩი: “აგუერო მცველადაა დაბადებული”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, ნემანია ვიდიჩმა “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ სერხიო აგუეროზე ისაუბრა და თქვა, რომ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

სქოულზი: “შეგიძლიათ, “მანჩესტერ იუნაიტედი” მომდევნო ორი წლის მანძილზე ჩა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, პრესასთან საუბრისას თავისი ყოფილი კლუბის არასახარბიელო ასპარეზობაზე ისაუბრა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ათკაციან “საუთჰემპტონთან” ქულები დაკარგა (ვ

ინგლისის პრემიერ ლიგის მეოთხე ტური “საუთჰემპტონისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებამ გახსნა. ბოლო ორ ტურში დაკარგული [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრამ რონალდუს დახვეწილად დასცინა: “შენთან ლანჩზე აღარ მოვალ”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუსთან გამართუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერმა ალექსის სანჩესის გუნდიდან გაშვების მიზეზი განმარტა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნორვეგიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, გუნდიდან ალექსის სანჩესის წასვლის მიზეზი განმარტა. შეგახსენებთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვერდით არბიტრებს რობოტები შეცვლის?

ფეხბურთში VAR სისტემის დანერგვის შემდეგ ფიფა მორიგი რევოლუციური ნაბიჯისთვის ემზადება. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “მირორი” იუწყება, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “კრისტალ პალასთან” დამარცხდა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მესამე ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საშინაო კედლებში საკმაოდ ცუდ ფორმაში მყოფი “კრისტალ პალასი” […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტვიტერი 50 მოწინავე შავკანიანი ფეხბურთელის ანგარიშებს დააკვირდება

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, ტვიტერის, ხელმძღვანელები მომდევნო დღეების მანძილზე ახლო მონიტორინგის ჩატარებას გეგმავენ [&helli...
წაკითხვა