უცნობმა ბიზნესნესმა ფოთის “კოლხეთი” გადაარჩინა
ფოთის “კოლხეთის” სოციალურ გვერდზე გუნდის განცხადება გამოქვეყნდა, რაც ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებასა და უცნობი ბიზნესმენის დახმარებას შეეხებოდა.
“დღეს “ფოთის კოლხეთი 1913″ – მა გასული სეზონის დავალიანების მორიგი ციკლი დაფარა, რაშიც ლომის წილი ქალაქის ხელმძღვანელობას, გუნდის ადმინისტრაციას და ფეხბურთელებს მიუძღვით.
ცნობილია, რომ წინა ციკლის თანხის უდიდესი ნაწილი გუნდისადმი კეთილგანწყობილმა ბიზნესმენმა დაფარა, რომელმაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, გუნდი ეროვნული საფეხბურთო რუქიდან გაქრობას გადაარჩინა. იმედია, სეზონის ბოლოსკენ დარჩენილი დავალიანების გადახდა შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ მოხდება და გუნდი მომავალ სეზონს ვალების გარეშე დახვდება, რაც საშუალებას მისცემს მის ხელმძღვანელობას, კონკურენტუნარიანი, ძლიერი, ჩვენი ქალაქისათვის ღირსეული გუნდი ჩამოაყალიბოს, რომელიც შეძლებს იბრძოლოს კვლავაც დაიბრუნოს თავისი ადგილი ქართული ფეხბურთის ელიტაში”, – წერია განცხადებაში.
“კოლხეთს” ეროვნულ ლიგა 2-ში 20 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. კლუბს 6 ქულა აქვს დაკლებული და უდიდესი ალბათობით, მე-3 ლიგაში გავარდება.