ვაისი: “ჩვენ ნებისმიერი ტაქტიკისთვის მზად ვართ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ჩრდილოეთ მაკედონია ერთი თვის შემდეგ ჩვენი მეტოქე იქნება, მათ კოსოვო დაამარცხეს. მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ჯგუფში ერთხელ უკვე ვითამაშეთ. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ხვალ მნიშნველოვანი შევედრა გველოდება. გამარჯვებული ჯგუფის ლიდერი ხდება, დამარცხებულმა კი, შესაძლოა, მეორე ან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლოს.
ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება, ასეთ სიტუაციაში კი სხვა მოთამაშეებს მიეცემათ შანსი. რა სისტემითაც არ უნდა ითამაშოს მეტოქემ, ჩვენ ნებისმიერი ტაქტიკისთვის მზად ვართ.
რთულია დღეს საუბარი ერთი თვის შემდეგ დაგეგმილ თამაშზე, რადგან დღეს მსოფლიოს მთავარ საფრთხეს კორონავირუსი წარმოადგენს, ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების დაცვა.
ჩვენი ბოლო მატჩის მსგავსად სომხეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიამაც წინა შეხვედრაში ესტონეთთან ცხრა ფეხბურთელი შეცვალა. გუნდი ორი ბურთით აგებდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ გუნდს კარგი შეტევის ხაზი აქვს. რამდენიმე მოთამაშის არ ყოფნის მიუხედავად, ჩვენი მიზანი წარმატების მიღწევაა”, – განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
ფოტო: GFF.GE