ვაისი: “ჩვენთვის ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ასტანაში პრესკონფერენცია გამართა.
ვაისმა განაცხადა, რომ ის სასტარტო თერთმეტეულზე ჩამოყალიბებული ჯერ არ არის და საბოლოო გადაწყვეტილებას ვარჯიშის შემდეგ მიიღებს.
“შემადგენლობის შესახებ ჯერ ვერ ვისაუბრებ. ვარჯიშის შემდეგ გადაწყვეტილებებს მივიღებ. რა თქმა უნდა, ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც ჯანმრთელად არიან. მოედნის საფარი შესანიშნავ მდგომარეობაშია და ვფიქრობ, გუნდებს კარგი ფეხბურთის თამაშის საშუალება მიეცემათ. ყაზახეთის ნაკრებს თავისი სტილი აქვს, საქართველოს – თავისი. ვნახოთ, რომელი იქნება ხვალ უკეთესი. ეს მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწვყეტი – არა. შევეცდებით, გავიმარჯვოთ, რადგან ჩვენთვის ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს.
სტანიმირ სტოილოვი ჭკვიანი მწვრთნელია. ხვალ შანსები 50/50-ზეა. ფურცელზე ჩანს, რომ საქართველო და ყაზახეთი ჯგუფის ფავორიტები არიან, მაგრამ ლატვია და ანდორაც გამარჯვებაზე ფიქრობენ”, – განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს ნაკრებ ერთა ლიგაზე პირველ მატჩს ყაზახეთის წინააღმდეგ ასტანაში გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.