ვაისი: “გახარებული ვერ ვიქნები”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“გახარებული ვერ ვიქნები. ჩრდილოეთ მაკედონია 10 კაცით დარჩა და გოლი გაგვიტანა. პენალტის ეპიზოდზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. ვწუხვარ, რადგან პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გავუშვით. არ ვიცი, რა მოხდება ნოემბერში გასამართ მატჩში, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ემოციური და რთული თამაში გველის. იმედი მაქვს, ნოემბერში ჩვენ ხალხს გავახარებთ.
პირველ ნახევარში უპირატესობა მაკედონიას ჰქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში ჩვენ უკეთესები ვიყავით. მაკედონიას სამი მოთამაშე აკლდა, ჩვენ კი 6-7 ფეხბურთელი დაგვაკლდა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, ამიტომ იძულებითი ცვლილება მოგვიწია. ამ მატჩიდან ბევრი რამ ვისწავლეთ, საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და იმედი მაქვს, ნოემბერში ასეთ მომენტებს ხელიდან არ გავუშვებთ.
უნდა ვთქვა, რომ გორან პანდევით აღტაცებული ვარ, განსაკუთრებით მისი ასაკის გამო. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია”, – განაცხადა ვაისმა.