ვაისი: “გიბრალტართან შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ფანებისთვის გავიმარჯვოთ”
ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები საშინაო კედლებში გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა, “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.
“გიბრალტარის ნაკრებთან მატჩში შემტევი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ. ეს აუცილებლად მოსაგები თამაშია, რადგანაც ქულების მოპოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და შეტევაში ღია თამაშს უნდა ველოდოთ.
გიბრალტარის ნაკრებმა სომხეთთან მატჩში სიურპრიზი გამოაცხო. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაანალიზეთ ეს მატჩი და ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ მსგავსი შედეგის თავიდან ასარიდებლად.
სამწუხაროდ გიორგი ქვილითაია კვლავ ტრავმირებულია და გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს. სავარაუდოდ ის რამდენიმე კვირაში დაუბრუნდება მოედანს.
ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და კარიერის საწყის ნაბიჯებს დგამს. რა თქმა უნდა, კვარაცხელია იმისთვის გამოვიძახე, რომ ითამაშოს. მისი სათამაშო სტილი ძალიან გავს ჩაკვეტაძეს სტილს. არ გამოვრიცხავ, რომ ის სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.
ხვიჩა კვარაცხელიამ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა “ლოკომოტივში” გადასვლით. მას ყველაფერი უწყობს ხელს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. მისგან წარმატებულ დებიუტს ველი,” – ვციტირებთ ვლადიმერ ვაისის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გიბრალტარის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გაასამართი მატჩი სტარტს პარასკევს, 7 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.