ვაისი: “ხარაიშვილის ტრავმამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან მოგებული მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“რა თქმა უნდა, მოპოვებული გამარჯვება და სამი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და საწყის 30 წუთში ორი გოლი გავიტანეთ.
პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა, შეტევაში უფრო აქტიურად გვეთამაშა და მესამე გოლი გაგვეტანა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებდით, რომ თამაში სრულად გაგვეკონტროლებინა.
სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, ამ მომენტმა გუნდზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, ნახევარდაცვაში და დაცვაში გარკვეული პერიოდი კონტროლი დავკარგეთ. ორი შეცდომის შედეგად ორი გოლი მივიღეთ.
გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ყოფილა ადვილი და მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო”, – განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპზე, D ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს. ჩვენი გუნდი შესარჩევ ეტაპზე ბოლო მატჩს 15 ნოემბერს შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: GFF.GE