ვაისი: “მე არ ვარ ქართველი, მაგრამ ჩემი გული ვაჩუქე ქართულ ფეხბურთს”

თარიღი: ნოემბერი 16, 2020

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სომხეთთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ეს საკმარისია, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, რომელიც ნაკრებს ახალ სისწრაფეს მოუტანს. ჩვენ შეგვეძლო 2 დღის წინ გმირები ვყოფილიყავით, მაგრამ წავაგეთ. დღეს კარგად ვითამაშეთ, თუმცა მხოლოდ 3 კონტრშეტევა გააკეთეს და 2 გოლი გაიტანეს. ეს არ არის ახალი თქვენთვის. ჩვენ არ შეგვიძლია გოლის გატანა, თავდამსხმაში განსაკუთრებულად ბევრი პრობლემა გვქონდა. 5 წელია ნაკრებში ვარ, ეს დიდი დროა, როგორც მწვრთნელისთვის და ისე ადამიანის ცხოვრებაში. მე ჩემი გული ვაჩუქე ქართულ ფეხბურთს. შეგვეძლო გმირები ვყოფილიყავით და ახლა ეს სპორტული ტრაგედიაა ქართველი ხალხისთვის და ჩემთვის”

“მე ვუთხარი ბიჭებს, რომ მე მივდივარ, მაგრამ თქვენ რჩებით. თქვენ უნდა გააგრძელოთ მომავლის შენება, რათა უკეთესი გუნდების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, ჯგუფიც უნდა მოგვეგო. როცა ნავალოვსკი წინ აწეულია, ნახევარმცველმა უნდა დააზღვიოს, ამ დროს კი კონტრშეტევა მოდის, 2 პასი და გოლი. ჩვენ კი საჯარიმოსთან მივდიოდით და შემდეგ დარტყმის ნაცვლად პასს უკან ვაკეთებდით. ჯიგარი იყო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი”

“მე არ ვარ ქართველი, მაგრამ მე ჩემი გული ვაჩუქე ქართულ ფეხბურთს. ვუთხარი ბიჭებს, რომ სომხეთთან მატჩის შემდეგ, მე ყველა მათგანს ვეტყოდი, სიმართლეს, თუ რას აკეთებდნენ და რა შეცდომას უშვებდნენ. ვფიქრობ, არის გარკვეული უპასუხისმგებლობა რამდენიმე ფეხბურთელის მხრიდან და ვფიქრობ, ისინი შემდეგ წლებში ამ ნაკრებში არ იქნებიან. უკვე ვხუმრობ კიდეც, რომ ნაკრებში 4 მატჩი წავაგე და აქედან 3 სომხეთთან. სლოვაკეთის ნაკრებშიც 2-ჯერ წავაგე მათთან. მე ბოდიშს ვუხდი ყველას” – განაცხადა ვაისმა.

ვაისი 18 ნოემბერს ესტონეთთან თამაშის შემდეგ ნაკრებს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლეო მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

“თაიმსის” ცნობით, ჰოლდინგური კომპანია City Football Group-ი “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. წინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სფფ-ის წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩებზე

26 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. ლონდონში ადგილობრივი “ტოტენჰემი” ბულგარულ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკ კლატენბურგი: “მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულ

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე ყოფილმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსიდან” მის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გუცაევი: “საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს!”

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ვოვა გუცაევმა საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. “მწვრთნელი აუცილებლად უნდა იყოს [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნუ მოვთხოვთ “ჩელსის” გაჩემპიონებას”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი მიიჩნევს, რომ ლონდონური კლუბისთვის ჯერ ადრეა პრემიერლიგის ტიტულის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლანჩხუთის” მეტოქე ცნობილია – ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილის

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ “ლანჩხუთი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“უნდა გავიხედოთ იქითაც, ვინ არის დღეს ბაზარზე” – კობიაშვილი საქართველოს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხზე კომენტარი გააკეთა. გადაცემა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისში სტადიონებზე მაყურებლებს აბრუნებენ

2 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში საკარანტინო პერიოდი სრულდება, რის შემდეგაც სპორტულ ღონისძიებებზე ოთხი ათასამდე მაყურებლის დასწრება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანი: “ბარსელონამ” რომ მთოხოვს, თმას მაინც არ შევიჭრი”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კომენტარი საკუთარ ვარცხნილობაზე გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “დარწმუნებული არ ვარ, რომ სეზონს 11 ფეხბურთელით დავასრულებთ”

“ატალანტასთნ” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე იურგენ კლოპმა პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” პრემიერ ლიგის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატანი EA Sports-ს დაუპირისპირდა

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მისი სახელისა და გამოსახულების უნებართვოდ გამოყენების გამო ვიდეოთამაშ FIFA-ს მწარმოებელ კომპანი...
წაკითხვა
ბლოგი

10 მცველი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

ესპანურმა გამოცემა AS-მა დაასახელა მცველები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლეს. გთავაზობთ ათეულს: […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ შეხვდება “ლანჩხუთს” – ოთხი სავარაუდო მეტოქე ცნობილია

ხვალ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ოთხამდე შემცირდა იმ გუნდების სია, რომლებიც, შესაძლოა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გუნდში არავის ვაკავებთ”

მილანის “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გუნდის ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსე...
წაკითხვა