ვაისი: “სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით”

თარიღი: ნოემბერი 15, 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ანდორის ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.

„ანდორის მხრიდან ბრძოლას ველოდებით, რადგან კარგად ორგანიზებული გუნდია კარგი მწვრთნელით, რომელიც გუნდს ტაქტიკურად ყოველთვის შესანიშნავად ამზადებს. ანდორას ორი ქულა აქვს და შეეცდება კიდევ მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას, თუმცა ჩვენ სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით. მართალია ჯგუფში ლიდერის პოზიციაზე ვართ, მაგრამ რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება გვჭირდება, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე სასურველი რეიტინგი გვქონდეს.

რაც შეეხება წინა ხაზს, ბოლო პერიოდში გუნდი კარგად თამაშობს და ყველა შეხვედრაში 2-3 გოლი გავიტანეთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვთამაშობთ თუ არა გამოკვეთილი ცენტრალური ფორვარდით, ჩვენი სათამაშო სქემა ცოტა განსხვავებულადაა აწყობილი. თუკი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ყაზაიშვილი თამაშობს, შეტევას განსხვავებულად ვაწყობთ, თუ გამოკვეთლი ფორვარდია ტაქტიკაც შესაბამისია. გუნდში ამ ეტაპზე გამოძახებულია არაბულია, რადგან ის ტრავმის შემდეგ კარგ ფორმაში შევიდა და უნგრეთის ჩემპიონატში კარგად ასპარეზობს. ვნახოთ შესაძლოა ხვალ არაბულმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყოს თამაში. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მომავალზე, იცით, რომ ქვილითაია და მჭედლიძე ტრავმირებულები არიან. ვნახოთ, ხვალ როგორი თამაში გამოვა, სწრაფად უნდა ვითამაშოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ ყველა პოზიციაზე.

ჭანტურიშვილი ევროთასებზე და სლოვაკეთის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება და სწორედ ამიტომ გამოვიძახე ნაკრებში. მე მისი სათამაშო ფორმით კმაყოფილი ვარ და შესაძლოა ხვალ ძირითად შემადგენლობაშიც ვათამაშო.

ჩვენ ფაქტიურად ყოველთვის წამყვანი მოთამაშეების გარეშე გვიწევს თამაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ დამაკმაყოფილებელი შედეგის ჩვენება შევძელით. ცოტათი განსხვავებული სათამაშო სქემით ვთამაშობთ. ჩემი აზრით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო თამაში ლატვიაში ვაჩვენეთ, ამიტომ ბევრი ცვლილება არ იქნება. მხოლოდ 2-3 პოზიციაზე, სადაც პერსპექტიული მოთამაშეების ხილვა გვსურს. ამ ყველაფერთან ერთად კარგი რეზულტატის ჩვენება გვსურს, ასე ვემზადებოდით ლატვიის წინააღმდეგ, ასე მოვემზადეთ ანდროსთვისაც. იმიტომ, რომ ვიცი მარტივი თამაში არ გველის, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შეასრულებენ ფეხბურთელები ტაქტიკურ დავალებას და როგორ იმუშავებენ ბურთის გარეშე. ანდორა აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს, ევროპაში მარტივი თამაშები აღარ არსებობს და ჩვენ სწორედ ამისთვის მოვემზადეთ.“

შეგახსენებთ, რომ ანდორისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“დინამო თბილისის” აკადემიის მწვრთნელი პოლონური გუნდში პირველ ასისტენტად დაინიშ

თბილისის “დინამოს” აკადემიის 15 წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ვახტანგ იაგორაშვილი ივლისიდან პოლონურ ექსტრაკლასას “კორონა კიელცეში”...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოგე ჰარეიდემ ირლანდიასთან და საქართველოსთან გასამართი მატჩებისათვის 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება “რომას” საშინაო ფორმა მომდევნო სეზონში (ფოტო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორი იქნება “რომას” საშინაო ფორმა 2019-2020 წლების სეზონში....
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნანტმა” გერბი გამოიცვალა (ფოტო)

“ნანტმა” მომდევნო სეზონისთვის ახალი საშინაო ფორმა წარმოადგინა. ეკიპირება ტრადიციულ ფერენშია გადაწყვეტილი – ყვითელი და მწვანე. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 ნაკრები ითამაშებს

ფიფამ გამოაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში გაიმართება, 32 ეროვნული გუნდი მიიღებს მონაწილეობას. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზაალ ჩაჩავა და კახა ჩხეტიანი: “მსგავსი რამ არასდროს მომხდარა”

ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა, ზაალ ჩაჩავამ  ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით ისაუბრა და უარყო ბრალდება, თითქოს მან კახა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის სერია A-ს 2018-2019 წლების სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

ცნობილმა საფეხბურთო გამოცემა Goal.com-მა იტალიის სერია A-ს 2018-2019 წლების სიმბოლური ნაკრები შეადგინა. გასაკვირია, მაგრამ საუკეთესო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივის” მიმართვა თბილისის “დინამოსა” და სტეფან სიკაჩს

“ეროვნული ლიგის მატჩში, თბილისის „დინამოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის, დინამოელთა მეკარემ – სტეფან სიკაჩმა ერთ-ერთ სათამაშო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება ხამეს როდრიგესის ახალი მეგობარი გოგონა (ფოტო)

ხამეს როდრიგესს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს, რომლის სახელიც შენონ დე ლიმაა. კოლუმბიელი მოდელი ხამესთან ერთად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უელსელი სტუდენტები, რომლებიც კვირაში ორჯერ ვარჯიშობდნენ, ევროპა ლიგაზე ითამაშებენ

მართალია, ბევრი თქვენგანისთვის სეზონის მთავარი მოულოდნელობა ამსტერდამული “აიაქსის” ელეგანტური ფეხბურთის წარმატებაა, თუმცა გირჩევთ ამ ვარია...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: დორტმუნდის “ბორუსიამ” იულიან ბრანდტიც შეიძინა

დორტმუნდის “ბორუსიამ” ლევერკუზენის “ბაიერიდან” იულიან ბრანდტი შეიძინა. დორტმუნდელებმა 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა: მე-14 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-14 ტური საჩხერის “ჩიხურას” დიდებული გამარჯვებით დაიწყო და შინდაგორიძის ულამაზესი გოლებით დასრულდა. კრიზისში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ტორგან აზარი დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელია

მიონგლადბახის “ბორუსიას” შემტევი ნახევარმცველი ტორგან აზარი ამიერდან დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას დაიცავს. 26 წლის ფეხბურთელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრალდების მხარე 4 ფეხბურთელის წინააღმდეგ პატიმრობას ითხოვს, 7-ის მიმართ კი – გირაოს

საქალაქო სასამართლოში საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებული ფეხბურთელებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე მსჯელობენ. პროკურატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლამ “იუვენტუსთან” შეთანხმა?

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” დატოვებს და “იუვენტუსში” გადაბარგდება. Radio Sportiv...
წაკითხვა