ვაისი: “საქართველოს ნაკრები ყველა ქულისათვის და ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს”

თარიღი: დეკემბერი 2, 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

სლოვაკი სპეციალისტი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრები ყველა ქულისათვის და ჯგუფიდან გასვლისათვის იბრძოლებს.

“რეიტინგის მიხედვით ფავორიტები შვეიცარია და დანია არიან. ირლანდიაც ასევე, ჩვენთვის ნაცნობის გუნდია, რომელთანაც მუდმივად გვიწევს დაპირისპირება.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველი თამაში მნიშვნელოვანია. შევხედავთ როგორ გადანაწილდება სათამაშო განრიგი. მარტში ვითამაშებთ ერთ თუ ორ თამაშს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი პროგრამა. თამაშიდან თამაშამდე მოვემზადებით. ხელებს არ ვუშვებთ, თუმცა შვეიცარია ძალიან რთული მეტოქეა, ისევე როგორც დანია. მაგრამ ჩვენ ყველასთან ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ისეთი სახელი მოვიხვეჭეთ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაც არავის უნდა. ყველა ამბობს, რომ რთული იქნება საქართველოში თამაში, ამიტომ, ვეცდებით ვაჩვენოთ ხარისხიანი ფეხბურთი, ვიბრძოლებთ ყველა ქულისთვის და ჯგუფიდან გასვლისთვის. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ ვერ დაველოდებით მხოლოდ 2020 წელს, სადაც უკვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის პლეიოფში უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ახლა მომდევნო სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც 2019 წელს დაიწყება. კიდევ უნდა გავიზარდოთ, ისე როგორც ამ სეზონში. საქართველოს ნაკრებმა უნდა განაგრძოს განვითარება.

რთულია, თქვა რომელი გუნდი უფრო ძლიერია, შვეიცარია თუ დანია. ჩვენს ჯგუფშია ირლანდიაც, რომელიც ასევე კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, აუტსაიდერი გიბრალტარია, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე. შევხედავთ, როგორი კალენდარი გვექნება. მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ სად ვითამაშებთ პირველ თამაშს, შინ თუ გასვლაზე. მთავარია გუნდი იყოს საკუთარ ძალებში დარწმუნებული. რა თქმა უნდა, ფავორიტი შვეიცარიაა, რომელმაც ეს დაამტკიცა ერთა ლიგის გათამაშებაზე, სადაც ბელგიაც დაამარცხა. ეს ამტკიცემს ამ გუნდის ხარისხს, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ.

დანია მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ჰყავთ ვარსკვლავური გუნდი, მაგრამ ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, განსხვავებულად ვითამაშებთ იმიტომ, რომ განსხვავებული დონის მეტოქეებს ვეთამაშებით.

ჩვენ ვითამაშებთ იმ ჯგუფში, სადაც ხუთი გუნდია, ამიტომ ამხანაგურ მატჩებში კარგი მეტოქეები უნდა შევარჩიოთ. არ აქვს მნიშვნელობა რომ ჯგუფში ხუთნი ვართ, ჩვენთვის თითოეული ამხანაგური მატჩიც მნიშვნელოვანია, გულშემატკივრებისთვის, რეიტინგისთვის, ფეხბურთელების გამოცდილებისთვის.

ბედნიერი ვიქნები, თუ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება. ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი მოთამაშეები, ვინც ერთა ლიგა ტრავმის გამო გამოტოვა, დაბრუნდნენ ძლიერები, რათა ყოველ პოზიციაზე კონკურენცია იყოს. ის, რომ ყაზახეთთან მატჩზე 52 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა, შესანიშნავია. სავსე სტადიონი ნიშნავს იმას, რომ ქართველებს ფეხბურთი და ეს ნაკრები უყვართ. ამას ვაფასებ და შემიძლია ვთქვა, ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ კარგი შედეგისთვის.”

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჩავიმ “ალ სადთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც დღესდღეობით ყატარის “ალ სადს” წვრთნის, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

40 წელი ისტორიული გამარჯვებიდან – 1981 წლის 13 მაისი!

ზუსტად 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის “დინამომ” 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფამ “რეალის”, “ბარსასა” და “იუვეს” წინააღმდეგ დისციპ

ოთხშაბათს, უეფამ მადრიდის “რეალის” , “ბარსელონასა” და ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს “იუვენტუსის” ფეხბურთელებთან პრობლემები აქვს

ტურინის “იუვენტუსის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელებთან პრობლემები აქვს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Football Italia ადასტურებს. რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანლუიჯი ბუფონმა სერია A-ში ისტორიული მიღწევა დააფიქსირა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში, “სასყოლოსა” და “იუვენტუსს” შორის მიმდინარე მატჩში, მე-16 წუთზე 43 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვატცკე: “დარწმუნებული ვარ, რომ ჰოლანდი მომავალ წელსაც “ბორუსიაში” ითამაშ

დორტმუნდის “ბორუსიას” დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ, ერლინგ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სინკლეირი ათი ცვლილების გამო “მანჩესტერ იუნაიტედის” დასჯას ითხოვს

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ტრევორ სინკლეირმა, პირდაპირ ეთერში საუბრისას აღშფოთება ვერ დამალა “ლესტერ სიტისთან” მატჩში [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმერ ვაისის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა სლოვაკეთის საუკეთესო გუნდი, “სლოვან ბრატისლავა” ჩაიბარა. “სლოვანი&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“აიაქსმა” ტიტული გადაადნო და ფანებისთვის 42 000 ვარსკვლავი შექმნა

მაისის თვის დასაწყისში “აიაქსმა” ნიდერლანდების ჩემპიონობა იზეიმა. მოგებული ტიტულის დახმარებით კი ფანების მხარდაჭერა განსაკუთრებული ჟესტით ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ემერიკ ლაპორტი ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს

“მანჩესტერ სიტის” მცველი, ემერიკ ლაპორტი, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია ოფიციალურად [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კუტალია: “ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ”

ისრაელში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი, ლევან კუტალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “ჰაპოელ უმ ალ-ფამის” თავდამსხმელი ისრაელში […...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქოჩორაშვილმა “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა (ფოტო, ვიდეო)

“ლევანტეს” ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა. საქართველოს ახალგაზრდული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი დოზა ვაქცინა დასჭირდება ეროვნული ლიგის სრულად აცრას?

კოპა ამერიკისთვის კომენბოლი სერიოზულად ემზადება და ფეხბურთელებს ჩინური ვაქცინით აცრიან, რათა ტურნირი მაქსიმალურად უსაფრთოდ ჩატარეს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ახალი სუპერმანქანა შეიძინა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ ორშაბათს ქალაქ მარანელოში ფერარის სათავო ოფისს ესტუმრა. კრიშტიანო ფერარის მრბოლელებს,...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, ვერატიმ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა და მისთვის მიმდინარე საკლუბო სეზონი დასრულებულია. […...
წაკითხვა