ვაისი: “ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად”

თარიღი: სექტემბერი 5, 2020

5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის რიგით მეორე გათამაშებაში ესტონეთთან მატჩით ჩაერთვება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ტალინში პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

“რთულია ვივარაუდოთ, თუ როგორი იქნება ხვალინდელი შეხვედრა. ჩვენ გუნდს ბევრი მოთამაშე აკლია. ასევე ვიცით, რომ ესტონეთსაც აქვს დანაკლისი. ეს ჯგუფის პირველი შეხვედრაა და ყოველთვის მნიშვნელოვანია კარგად დაწყება. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად და, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვიცით, რომ ეს იოლი არ იქნება. ყველამ იცის, რომ ხუთი წლის წინ ნაკრებმა აქ წააგო.

შემდეგ საქართველოში ამხანაგური თამაში მოვუგეთ ესტონეთს. მაყურებლის გარეშე კი მატჩების ჩატარება ნამდვილად რთულია. რაც შეეხება ბელარუსთან მატჩს, ჩვენ ვეცდებით, კარგი თამაში და შედეგი ვაჩვენოთ. მაგრამ ამ დროისთვის ოთხივე ნაკრებს – საქართველოს, ბელარუსს, ჩრდილოეთ მაკედონიას და კოსოვოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თანაბარი 25 პროცენტიანი შანსი აქვს. ყველაფერს მომდევნო თვეებში ვნახავთ.

ახლა მნიშვნელოვანი ხვალინდელი თამაშია – იწყება ერთა ლიგის ახალი გათამაშება, სადაც გუნდებს აქვთ ახალი შესაძლებლობა, იბრძოლონ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის. ესტონეთთან თამაში არ არის პლეიოფის მოსამზადებელი მატჩი, მაგრამ საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები და როგორ მოემზადა გუნდი მატჩისთვის. მით უმეტეს, ბევრი ფეხბურთელი პანდემიის გამო დიდი ხნის განმავლობაში არ თამაშობდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები მზად არიან და კარგ თამაშს შემოგვთავაზებენ”, – განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთი-საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

არჩილ ბერიძემ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

ბათუმის “დინამოს” თურქულ შეკრებაზე საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე შეუერთდება. თბილისის “დინამოდან” წას...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით კერესელიძის პირველი ჩართვა – არაბიძე “ტორპედოში” უნდა დარჩეს!

ქუთაისის “ტორპედომ” რამდენიმე ძალიან საინტერესო ტრანსფერი (პაპუნაშვილი, ბუღრიძე, მანჯგალაძე) განახორციელა, მაგრამ გია ცეცაძეს საყვარელი შე...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია

ბელგიური “გენტის” 22 წლის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია. ესპანურ შეკრებაზე ჩაკვეტაძე ბოლომდე იხარჯებოდა, […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“10 კილოთი მსუქანი მამარდაშვილი ხაუმეს 1000 თავით მირჩევნია”

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” განაცხადში ზედმეტი 200 გრამის არ შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შევჩენკო და პოლონელები შეთანხმდნენ

იტალიური “ჯენოას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ პოლონეთის ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა. უკრაინული წყაროე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” ყველაზე იღბლიანი გოლი “რაკუვთან” (ვიდეო)

ბათუმის “დინამო” თურქულ შეკრებაზე “ლეხთან” 1-2 გამარჯვების შემდეგ ისევ პოლონურ “რაკუვს” დაუპირისპირდა და 3-3 ითამა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსიამ” მამარდაშვილი ზედმეტი წონის გამო მადრიდში არ წაიყვანა

ესპანური გამოცემა Plazadeportivo სტატიას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარაგერი: “მესიმ პირად შეტყობინებაში მომწერა, რომ ვირი ვარ”

ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა და Sky Sports-ის საფეხბურთო მიმომხილველმა ჯეიმი კარაგერმა გუშინ, პირდაპირ ეთერში საინტერესო ამბავი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” მოლაპარაკებას ოსკართან აწარმოებს

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ოსკარი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს. ბრაზილიელ ნახევარმცველთან მოლაპარაკებას “ბარსელონა” აწარმოებს. ეს ინფორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მინო რაიოლა რეანიმაციაშია მოთავსებული

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა საავადმყოფოში მოხვდა. გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ რაიოლა უკვე რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გორის “დილა” ბრაზილიელი შემტევით ძლიერდება

გორის “დილა” რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და მათ შორის, ლუგა გუგეშაშვილმა, ირაკლი ბიძინაშვილმა და დავით მაისაშვილმა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” ოფიციალურ განცხადებს ავრცელებს

“დინამო თბილისი” ოფიციალურ განცხადებს ავრცელებს ზორან მარუშიჩზე. “დინამო თბილისი” ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამ...
წაკითხვა