ვაკო გვილია: “ზაფხულში “ბატედან” წასვლას არ გამოვრიცხავ”
საქართველოს ნაკრებისა და ბორისოვის “ბატეს” ქართველმა ფეხბურთელმა, ვალერიან გვილიამ Fanebi.Com-თან ისაუბრა. ნახევამცველმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ახალი სეზონის დაწყებას, თუმცა “ბატედან” წასვლას არ გამორიცხავს.
“სანაკრები პაუზის შემდეგ, ბელორუსში ჩემპიონატი იწყება. ძალიან მინდა, ტურნირმა სწრაფად აიღოს სტარტი. ახლა ყველანაირად “ბატეზე” ვარ კონცენტრირებული. ზოგადად, ამ გუნდმა ძალიან ბევრი რამე მომცა.”
“ზაფხულში წასვლა? ახლა ამაზე არ ვფიქრობ და ამის დრო არცაა. თუმცა, არც არაფერს გამოვრიცხავ. კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, დაფიქრება შეიძლება,” – განაცხადა გვილიამ.