ვაკო გვილიას “ბატემ” ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვა
26 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. ბორისოვის “ბატემ” საკუთარ მოედანზე “დუნდალკი” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ერთადერთი გოლის გატანა გორდეიჩუკმა მოახერხა.
ბელორუსული კლუბის ქართველი ლეგიონერი ვაკო გვილია სათადარიგო შემადგენლობაში იყო და თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია. შეგახსენებთ, რომ ჩვენებური “ბატეში” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა.
გეტყვით, რომ “ბატესა” და “დუნდალკს” შორის განმეორებითი დაპირისპირება 2 აგვისტოს გაიმართება.