<

ვაკო ყაზაიშვილი – ყველაზე ჭკვიანი ქართველი “ბიზნესმენი” ფეხბურთელი

თარიღი: დეკემბერი 13, 2021

28 წლის ვაკო ყაზაიშვილი იმ ოქროს თაობას ეკუთვნის, რომლის ბევრ წარმომადგენელს დღეს უკვე კარიერა დასრულებული აქვს (ჭანტურია, ყენია, ანანიძე) ან საქართველოში დაბრუნების შემდეგ პრაქტიკულად ვერაფერი შეძლო (მჭედლიძე).

ყაზაიშვილი გასულ სეზონში სამხრეთ კორეის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა და სამხრეთ კორეაში ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერად ითვლება.

ვაკო ევროპაში 2011 წელს მოხვდა და 2017 წლამდე “ვიტესში” ირიცხებოდა. მაშინ, როცა “ვიტესში” თამაში არ უწევდა, პოლონურ “ლეგიაში” წავიდა, გახდა ჩემპიონი და  ჩემპიონთა ლიგაზე “რეალს” ეთამაშა.

2017 წელს, სხვადასხვა ევროპული კლუბისგან შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა ამერიკულ “სან ხოსე” აირჩია, სადაც ხელფასის სახით ბონუსების გარეშე 1.7 მილიონი დოლარი ჰქონდა. ნაკრებში ვლადიმერ ვაისი ვაკოს სისტემატიურად იწვევდა.

ყაზაიშვილი “სან ხოსეს” ლიდერად ჩამოყალიბდა და 1 წელში მეგობარი გურამ კაშიაც ამერიკაში მისი რეკომენდაციით მოხვდა. ყაზაიშვილს ამერიკაში ჰქონდა დაფასება, ლიდერის როლი გუნდში, მაღალი ხელფასი და ნაკრებში გამოძახება.

2020 წელს ფეხბურთელმა “სან ხოსე” დატოვა და იმის ნაცვლად, რომ ევროპაში წამოსულიყო, სამხრეთ კორეაში გადაბარგდა. მან “ულსან ჰიუნდაისგან” საგრძნობლად უკეთესი ანაზღაურების კონტრაქტი მიიღო, K1 ლიგაში ბურთს ძალიან მაგრად აგორებს, მშვენიერი ხელფასი აქვს, დასახელდა საუკეთესო ნახევარმცველად და სანიოლიც ნაკრებში იძახებს.

ჩვენი ინფორმაციით, ვაკოს თვეში ბონუსებისა და პრემიების გარეშე – 60 000 დოლარს უხდიან.

ევროპის რომელიღაც საშუალო კლუბში თამაშს, სადაც 10-ჯერ ნაკლები ანაზღაურება და არასტაბილური გარემოა, გაცილებით სჯობს ამერიკა ან სამხრეთ კორეა.

ვაკომ არამარტო მისი პირადი ცხოვრებისთვის, არამედ კარიერულადაც ბევრჯერ სწორი არჩევანი გააკეთა, რაც ქართველი მოთამაშისგან არც თუ ისე მოსალოდნელია. მას სათამაშო პრაქტიკა 2017 წლიდან მოყოლებული არ აკლია.

ასე რომ, ვაკო ყაზაიშვილი კარგი ბიზნესმენი ფეხბურთელია, რომელსაც ინვესტიციების ჩადება სწორ დროს, სწორ ადგილას გამოსდის.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლაზარე კუპატაძე და თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ?

ლაზარე კუპატაძე და თორნიკე ოქრიაშვილი უკვე რამდენიმე თვეა უგუნდოდ არიან. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ორივე მათგანმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გეგუჩაძე რჩება! “დინამო” 15 ფეხბურთელის დამატებას აპირებს

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის “დინამოს” მომდევნო სეზონის განმავლობაში კვლავ გია გეგუჩაძე გაწვრთნის. გეგუჩაძის წასვლას ფანები მოითხოვდნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამუელ ეტო’ომ ფოტოგრაფს წიხლი ჩაარტყა (ვიდეო)

ლეგენდარულმა კამერუნელმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო’ომ დოჰაში ფანს წიხლი ჩაარტყა. ეტო’ო ფანებთან ერთად ფოტოებს იღებდა, რა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანტუშმა, შესაძლოა, რონალდოს კაპიტნის სამკლავური წაართვას

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში კრიშტიანო რონალდოს საქციელით უკმაყოფილოა, რაც რონალდოს, შესაძლოა, კაპიტნის სამკლავურის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრაზილიელი ადრიანო ცოლს 24 დღეში დაშორდა

40 წლის ბრაზილიელი ადრიანო, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები “ინტერში” გაატარა, ცოლს 24 დღეში დაშორდა. მიზეზი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” დროს უქმად არ კარგავს! ხვიჩას შესახებ სუპერ ინფორმაცია

მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას “ნაპოლი” დროს უქმად არ კარგავს და ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება. გარდა ამისა, “ნაპოლისR...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჰიმ სტერლინგის ოჯახის “საშინელი დაყაჩაღება”

ინგლისის ნაკრების შემტევი რაჰიმ სტერლინგი გუშინ სენეგალის წინააღმდეგ მოედანზე არ გამოსულა. მატჩამდე ცოტა ხნით ადრე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუც

შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. “თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კატარელები ხსნიან, თუ რატომ გადაუღეს ფოტოები მის ხორვატიას

ყოფილი მის ხორვატია, რომელიც ლუკა მოდრიჩის პირადი ფანია, კატარის სტადიონებზე გამოჩნდა და მისი გარეგნობიდან გამომდინარე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მომენტი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს – უნდა ჩათვლილიყო იაპონიის გოლი? (ვიდეო)

იაპონიამ ესპანეთი 2-1 დაამარცხა და გერმანია ჯგუფში ჩარჩა. გუშინდელიდან მოყოლებული ყველა იაპონელთა ამ გოლზე ლაპარაკობს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუმ ხორვატიის წინააღმდეგ ყველაფერი გააფუჭა (ვიდეო)

ბელგიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, ხორვატიასთან 0-0 ითამაშა და ეს დიდწილად რომელუ ლუკაკუს ბრალია. ლუკაკუმ ყველაფერი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პედი პიმბლეტი საკუთარ ქვეყანას მსოფლიოზე არ გულშემატკივრობს

UFC-ის ცნობილი მებრძოლი პედი პიმბლეტი, რომელიც ილია თოფურიასთან დაძაბულ ურთიერთობაშია, აცხადებს, რომ საკუთარ ქვეყანას, ინგლისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესნიმ მესის პენალტი აუღო, თუმცა 100 ევრო წააგო

არგენტინის ნაკრებმა პოლონეთთან 2-0 მოიგო. პირველი გოლის გატანის საშუალება მესის პენალტიდან ჰქონდა, თუმცა ვოიჩეხ შესნიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არგენტინიდან მესი მაინც საუკეთესოდ დაასახელეს, თუმცა შესნი! – რა შეფასება მიიღო ლეომ

არგენტინის ნაკრებმა პოლონეთი 0-2 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მესიმ პენალტი გააფუჭა, თუმცა Whoscored-ან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონეთში ფანმა ოპერაციის დროს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს უყურა

პოლონეთში პაციენტმა “უმაღლესი კლასის” მომსახურება მიიღო და ოპერაციის დროს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს უყურა. ფეხბურთის ფანს […]...
წაკითხვა