WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (257603) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ვაკო ყაზაიშვილი: “საქართველოს ნაკრებში ახალი ერა იწყება”

თარიღი: ივნისი 13, 2015

საქართველოს ნაკრების და “ვიტესის” შემტევი ვაკო ყაზაიშვილი უეფას ოფიციალურ გვერდს გასულ სეზონზე, ნაკრებზე და სამომავლო გემგებზე ესაუბრა.

– ჩემთვის “ვიტესში” სეზონის წარმატებული დასასრული ცოტა გასაკვირი იყო. დასაწყისში ძალიან ცუდად ვასპარეზობდით  და მე-12 ადგილზეც კი აღმოვჩნდით. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში მოვუმატეთ და დასკვნითი ეტაპი შესანიშნავად ჩავატარეთ. სამეულში მოხვედრის რეალური შანსიც კი გვქონდა, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონატი მეხუთეზე დავასრულეთ და ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვეთ.

– “დორდტრეხტის” კარში გატანილი სამი გოლის შემდეგ გაზაფხულამდე მშრალი სერია დაგეწყოთ. რა იყო ამის მიზეზი?

– თავიდან ჩემთვის უხო პოზიციაზე მიწევდა თამაში. ფორვარდის ადგილთან შეგუება ცოტა გამიჭირდა და ამ თემაზე მწვრთნელთან საუბარსაც კი ვფიქრობდი, თუმცა გადავყწვიტე, რომ სათამაშო პრაქტიკა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო. ფორვარდის პოზიციიდან ერთხელაც ვერ გავიტანე, მეორე წრეში კი ყველაფერი გამომდიოდა.

– ჰოლანდიაში ძმები არველაძეები კარგად ახსოვთ. მათი ავტორიტეტი თქვენზე ხომ არ მოქმედებს? 

– ჩემგან არველაძეების მსგავს შედეგიანობას არავინ ელის. სეზონის სტარტზე იმასაც არ დავიჯერებდი, რომ 11 გოლის გატანას მოვახერხებდი. მეუბნებინ რო ვპროგრესირებ და ვუმატებ, რაც ძალიან მახარებს.

– “ვიტესში” წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის ოთხი სეზონი დაგჭირდათ…

– “ვიტესში” ჩამოსვლისას გუნდში გურამ კაშია და ჩემი ბავშვობის მეგობარი, გიორგი ჭანტურია დამხვდნენ, რამაც ადაპტაცია გამიადვილა. თუმცა, თავიდან ცოტა მიჭირდა. ჰოლანდიური ჩემპიონატის დონე საქართველოს ჩემპიონატზე გაცილებით მაღალია.

– როგორი იყო თქვენი გზა ბავშვთა ფეხბურთიდან სანაკრებო დონემდე?

– თბილისში ვიზრდებოდი და ფეხბურთზე “ოლიმპის”, “საბურთალოს” და 35-ე სკოლებში დავდიოდი. “საბურთალოში” ჩემი მწვრთნელები თემურ ფოცხვერია და გია ცეცაძე იყვნენ. სანკრებო დებიუტი თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს მქონდა, ხოლო ცხადაძის მოსვლის შემდეგ სამი თამაშიდან ორში მივიღე მონაწილეობა.

ვთვლი, რომ ახლა ნაკრებში ახალი ერა იწყება. ჩვენს გუნდს პროგრესი ეტყობა. შემტევი ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ, რაც ძალიან მომწონს. იმ შემთხვევაში, თუ პოლონელებთან უკრაინის ნაკრებთან თამაშის მსგავსად თამამად ვიმოქმედებთ, მინიმუმ ქულის აღების შანსი აუცილებლად გვექნება.

– “საბურთალომ” საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. 19 წლამდელთა გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

– ამ ამბავმა ძალიან გამახადა. “საბურთალოს” წარმატებებს ვუსურვებ. ახალგაზრდა თაობას თავი წარმოჩენის შანსი მიეცა. ჩვენს დროს საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ ასაკობრივ ნაკრებებში თუ ვითამაშებდით.

– ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია თითქოს თქვენს მიმართ ინტერეს “მანჩესტერ სიტი” იჩენს. 

– პირველ რიგში, ჩემი ამჟამინდელი დონე უნდა შევინარჩუნო, შემდეგ კი პროგრესი განვაგრძო. “ვიტესთან” ჩემი მოქმედი კონტრაქტი 2018 წელს იწურება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე კლუბი დავტოვო. რაც შეეხება “მანჩესტერ სიტის” ინტერესს, ეს მხოლოდ ჭორია, რომელიც პრესაში გავრცელდა, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება მომავალში…

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები