ვალბუენა: “შოკირებული ვარ, ნაკრებიდან იმდენად მცირე მხარდაჭერა მივიღე”

თარიღი: ნოემბერი 25, 2021

ფრანგული ფეხბურთში აღმოცენებული ბოლო დროის უდიდესი სკანდალი დასასრულს უახლოვდება. მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეში დამნაშავედ სცნეს.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, სასამართლომ მადრიდელთა ვარსკვლავს 1-წლიანი პირობითი პატიმრობა და ჯარიმის სახით 75 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

“საფრანგეთის ნაკრებში რამდენიმე წელი ვითამაშე მაღალ დონეზე. ბოლო დროს ცოტა რამ თუ მაკვირვებს, მაგრამ ახლა შოკირებული ვარ, ნაკრებიდან იმდენად მცირე მხარდაჭერა მივიღე.

როდესაც ნაკრებში ვთამაშობდი, მისტერ ლე გრე ჩემ ბუცებს კოცნიდა. ახლა, რადგანაც აღარ ვთამაშობ, ალბათ დამივიწყეს, თუ ვინ ვარ მე. ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. მე მსხვერპლი ვარ. ძალიან ცუდია, როდესაც ასე გიშორებენ ნაკრებიდან,” – აცხადებს ვალბუენა.



მსგავსი სიახლეები