ვალბუენამ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა
“ოლიმპიაკოსის” ნახევარმცველმა მატიე ვალბუენამ კარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში გამოძახების შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ბენზემა და ვალბუენა ნაკრებიდან ერთად მოკვეთეს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემამ ვალბუენაზე სექსუალური სახის ვიდეო კრიმინალებს მიაწოდა, კრიმინალები კი ნახევარმცველს აშანტაჟებდნენ და ფულის გამოძალვას ცდილობდნენ. როგორც ცნობილია, მათ ერთმანეთთან დღემდე დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
“თუ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებისათვის სარგებლის მოტანა შეუძლია, ეს კარგია. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. მე რომ მკითხოთ, დიდიე დეშამი ყველა შემთხვევაში გამარჯვებულია. თუ ნაკრები კარგად ითამაშებს, ვიტყვით, რომ ბენზემამ ადაპტაცია კარგად გაიარა და თუ ცუდად ითამაშებს, არავის დავადანაშაულებთ.
დეშამმა იცის, როგორ უნდა შეადგინოს განაცხადი. ამ საკითხში ძალიან ჭკვიანია. დამირეკა თუ არა იმის შესახებ, რომ ბენზემას გამოძახების ამბავზე ჩემთან ესაუბრა? არა, ამას არც არავისგან ველოდი. დღეს მე ჩემი ცხოვრება მაქვს”, – უთხრა ვალბუენამ RMC-ს.