ვალდანო: “ელ კლასიკო” ხეიბრების ბრძოლასაა დამსგავსებული”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, პრესასთან მოახლოებულ “ელ კლასიკოზე” ისაუბრა. 64 წლის სპეციალისტმა ყურადღება ორივე გუნდის ცუდ ფორმაზე გაამახვილა.
“ელ კლასიკო” ხეიბრების ბრძოლასაა დამსგავსებული. “ბარსასა” და “რეალს” რთული პერიოდები აქვს. ის ფაქტი, რომ “ბარსელონამ” ლა ლიგაში პირველობა დაიბრუნა, მხოლოდ “რეალის” ცუდი ფორმის დამსახურებაა.
ბევრმა ისიც თქვა, რომ “რეალი” “სიტისთან” მარცხის შედმეგ “კლასიკოზე” არ გამოცხადდებოდა მარცხი თავიდან რომ აერიდებინა. მაგრამ ეს “კლასიკოა” და ყველა ჭრილობა განკურნებული იქნება.
“ნაპოლის” წინააღმდეგ თამაში გაცილებით უფრო სხვა რამაა, ვიდრე “სიტისთან” დაპირისპირება. ვფიქრობ, “რეალის” მატჩისგან უფრო მეტი პოზიტივის დანახვა შეიძლება, ვიდრე “ბარსელონას” პერფრომანსისგან,” – აცხადებს ვალდანო.