ვალდანო: “რონალდუ აქამდე საკუთარმა ეგომ მიიყვანა”
მადრიდის “რეალის” ლეგენდა, ხორხე ვალდანო კრიშტიანუ რონალდუს ბოლოდროინდელ წარმატებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ამდენ წარმატებას საკუთარი ხასიათის დახმარებით მიაღწია.
“კრიშტიანუ რონალდუს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სარგებლიანი ეგო აქვს. მას საკუთარი თავის მიმართ წარმოუდგენლად დიდი რწმენა აქვს და სწორედ ამის წყალობით შეძლო ამ დონემდე მოსვლა.
ბუნებრივია, რომ ბევრ ადამიანს აწუხებს რონალდუს მსგავსი თვისებები და მასში გადამეტებულ თვითდაჯერებულობას ხედავენ, მაგრამ ეს დიდად არ აფერხებს. ის ყოველ კვირა უფრო და უფრო ძლიერდება.
მართალია, მესისა და კრიშტიანუს განსხვავებული თვისებები აქვთ, მაგრამ არცერთი მათგანი არ ითვალისწინებს რჩევებს. ამ ფეხბურთელებმა ძალიან ბევრს მიაღწიეს ფეხბურთში, მეტს, ვიდრე სხვებმა,” – აცხადებს ვალდანო.