ვალდესმა, არაფერი ვიციო
„ბარსელონას“ მეკარემ ვიქტორ ვალდესმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.
„ჩემი მომავალი ჯერ უცნობია. სხვადასხვა ვარიანი მაქვს, თუმცა სათანადო ჯერჯერობით არ ამირჩევია. გადაწყვეტილების მიღებისას არაერთი რამის გათვალისწინება იქნება საჭირო. ასეა თუ ისე, სეზონის ბოლომდე აღნიშნულ თემას აღარ შევეხები“, – აღნიშნა ვალდესმა.
„რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ამჟამად დისკომფორტს არ ვგრძნობ. „ელჩესთან“ მატჩისათვის მზად ვარ, თუმცა გადაწყვეტილებას მწვრთნელი მიიღებს“, – დაასრულა „ბლაუგრანასის“ კარის დარაჯმა.
ალექსანდრე მატევოსოვი