“ვალენსია” ადასტურებს: რამი “მილანს” შეუერთდება
ესპანური “ვალენსია” ოფიციალურად ადასტურებს, რომ ადილ რამი იანვარში “მილანს” შეუერთდება, ხოლო “როსონერის” სეზონის ბოლოს, ფრანგი მცველის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.
შეგახსენებთ, რომ ესპანურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ადილ რამი პირველი გუნდიდან გაუშვა.
რამი “მილანის” ფეხბურთელებთან ერთად უკვე ვარჯიშობს, თუმცა მას “შავ-წითლების” მაისურში თამაშის საშუალება ჯერ არ აქვს.
დიტო ჭიჭინაძე