“ვალენსია” ფეგულისთან გახანგრძლივებას არ ჩქარობს
შესაძლოა, ალჟირელი ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდეს.
როგორც სოფიან ფეგული აცხადებს, თებერვლიდან მოყოლებული ის ახალი ხელშეკრულების მოლოდინშია, თუმცა ამაოდ.
მოგეხსენებათ, ალჟირელი შემტევი ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი “ვალენსიას” ხელმძღვანელობასთან მომავალ ზაფხულს იწურება. იმ შემთხვევაში, თუ ესპანელები ფეგულის ახალ ხელშეკრულებას არ შესთავაზებენ, მაშინ ფეხბურთელი იანვარში სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვას დაიწყებს.
გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ფეგული “ვალენსიას” შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, მას ნუნუ ეშპირიტუ-სანტუ ძირითად ფეხბურთელად არ მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ ფეგულის შეძენის სურვილს “ფენერბაჰჩე” და “ბარსელონა” გამოხატავენ. აგრეთვე, მათ რიგს ცოტა ხნის წინ “რომაც” შეუერთდა, რომელიც მზადაა, ალჟირელის სანაცვლოდ სამი მილიონი ევრო გაიმეტოს.