“ვალენსია” “რეალისგან” როდრიგოს ტრანსფერში 80-120 მილიონს ითხოვს
ესპანური გამოცემა As-ის ცნობით, “ვალენსიას” ხელმძღვანელებს მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი როდრიგოს შენარჩუნება. პარალელურად ამ ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას კვლავ განაგრძობს მადირდის “რეალი”.
“ღამურების” მთავარი მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი აცხადებს:”ნებისმიერს, ვისაც როდრიგოს ტრანსფერზე აქვს პრეტენზია, მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს.”
27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა, დიდი ალბათობით, “ვალენსიელები” მოლაპარაკებებს 80 მილიონის შემოთავაზების შემთხვევაშიც შეუერთდებიან.
ესპანური ჟურნალ-გაზეთები დიდი ხნის მანძილზე ირწმუნებოდნენ, რომ როდრიგოს ტრანსფერი “რეალის” თავკაცის ხულიენ ლოპოტეგის სურვილს წარმოადგენს. როდრიგო 2010 წელს, “ბენფიკაში” გადასვლამდე, მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.