“ვალენსიამ” სამეფო თასის ფინალში “ბარსელონა” დაამარცხა (ვიდეო)
25 მაისს “ესტადიო ბენიტო ვილამარინმა” 2018/19 წლების სეზონის სამეფო თასის გათამაშების ფინალურ მატჩს უმასპინძლა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ინტრიგა თამაშის ბოლო წუთამდე იყო შენარჩუნებული.
როგორც მოსალოდნელი იყო, “ბარსელონა” პირველ ნომრად თამაშობდა, “ვალენსია” კი ჩასაფრებული იყო და მეტოქე გუნდის შეცდომებს ელოდებოდა. საბოლოო ჯამში მარსელინიოს ტაქტიკამ გაამართლა, ხოლო ვალვერდეს გეგმებმა ვერ ივარგა.
ანგარიში შეხვედრის 21-ე წუთზე კევინ გამეირომ გახსნა, რასაც 33-ე წუთზე როდრიგოს მიერ გატანილი გოლი მოყვა. “ბარსელონელები” მთელი ძალებით უტევდნენ, თუმცა ერთი გოლის გაქვითვა მხოლოდ 73-ე წუთზე შეძლეს – თავი მესიმ გამოიჩინა, რომელსაც არაერთხელ შეეძლო გუნდის გადარჩენა.
ასე რომ, “ლივერპულთან” განცდილ კრახს “ვალენსიასთან” წაგებაც დაემატა. მარსელინიოს შეგირდებმა კი ევროპა ლიგიდან გამოვარდნა კოპა დელ რეის მოგებით დააბალანსეს და სეზონიც გადაარჩინეს.