“ვალენსიამ” სენდეროსი და არაუხო დაიმატა
ესპანურმა “ვალენსიამ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ორი ფეხბურთელი დაიმატა. “ღამურებმა” ინგლისური “ფულჰემიდან” ცენტრალური მცველი, ფილიპ სენდეროსი, ხოლო ბრაზილიური “კრუზეიროდან” თავდამსხმელი, ვინისიუს არაუხო შეიძინეს.
შეგახსენებთ, რომ სენდერსოსს, თავისი კარიერის განმავლობაში “არსენალში”, “მილანსა” და “ევერტონშიც” უასპარეზია. 28 წლის ფეხბურთელი შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წევრიც გახლავთ.
რაც შეეხება 20 წლის არაუხოს, ის კრუზეიროს აღრზდილია, რომელსაც ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.