“ვალენსიას” დირექტორი: “არ მჯერა, რომ “რეალის” ხელმძღვანელობა გუედეშს ესაუბრა”
“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი, გონსალო გუედეში ამჟამად “ვალენსიაშია” განათხოვრებული და შესაიშნავი სეზონიც აქვს. ერთწლიანი იჯარის მშვენიერი სტარტის შემდეგ, 23 წლის პორტუგალიელზე გავრცელდა ხმები, რომ მისით მადრიდის “რეალი” იყო დაინტერესებული. მეტიც, თითქოს, “ბლანკოსი”, როგორც პარიზელებთან, ასევე თავად მოთამაშესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
აღნიშნულ საკითხზე “ღამურების” გენერალურმა დირექტორმა, მატეო ალემანიმ ისაუბრა.
“არაფერი მსმენია იმ ფაქტზე, რომ “რეალი” გუედეშს მართლა დაუკავშირდა. არავის უთქვამს ჩემთვის რამე. პორტუგალიელს ჩვენთან კიდევ შვიდთვიანი კონტრაქტი აკავშირებს. მისით ძალიან ბედნიერები ვართ. დარწმუნებული ვარ, გონსალოც იამვეს გრძნობს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. თუმცა, ახლა ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ზაფხულამდე ლოდინია. გუედეშმა კი განვითარება და “ვალენსიას” დახმარება უნდა გააგრძელოს,” – აცხადებს ალემანი.