“ვალენსიას” ნანი და ფალკაო სურს

თარიღი: იანვარი 17, 2014

სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი, რომელმაც “ვალენსია” შეიძინა, მზადაა მასში ინვესტიცია ჩადოს და კლუბი გააძლიეროს.
ასე რომ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პიტერს გუნდში “მონაკოს” თავდამსხმელის რადამელ ფალკაოსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის ნანის მიწვევა სურს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 50 მლნ. ევრო დახარჯოს.
ინფორმაციის წყარო: El Mundo Deportivo

მსგავსი სიახლეები