ვალერი მოროზოვი: “საქართველოს ნაკრები უნდა დაგვემარცხებინა”
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ვალერი მოროზოვმა საქართველოსთან გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ მის გუნდს უნდა გაემარჯვა.
როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა რუსეთი თბილისში, ანგარიშით 16:7 დაამარცხა. თავად მოროზოვს, რომელიც ინლისული “სეილ შარკის” მორაგბეა, ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
“სტატიკაზე ვღელავდი, მაგრამ ბიჭებმა ამ კომპონენტში კარგად იმოქმედეს! ერთ მომენტში, მათ შერკინებაში საქართველოს ნაკრებს აჯობეს და ქულებიც მოიპოვეს. მატჩი მომეწონა. ბიჭებმა კარგად, მთელი გულით ითამაშეს. რუსული კლუბები სეზონისათვის ახლა ემზადებიან, რაც არ არის საუკეთესო დრო სანაკრებო მატჩების ჩასატარებლად. იმისათვის, რომ გუნდი კარგ ფორმაში იყოს, ბევრი შეხვედრის გამართვაა საჭირო. მართალია, რუსეთის ნაკრებში პრობელემები არის, მაგრამ საქართველოს ეს ნაკრები უნდა დაგვემარცხებინა”, – უთხრა მოროზოვმა რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესსამსახურს.