ვალიეხო: “გუნდთან ადაპტირება უკვე შევძელი”
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მალაგა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-2 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ, “ბლანკოსის” ცენტრალურმა მცველმა, ხესუს ვალიეხომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თავის თანაგუნდელზე, კრიშტიანუ რონალდუზე გაამახვილა ყურადღება.
“კრიშტიანუ ყველასთვის სამაგალითოა. ის ყოველ დღე ძალიან ბევრს ვარჯიშობს. მისი საქმე მხოლოდ გოლების გატანა არაა – რონალდუ არიგებს საგოლე გადაცემებს, ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს, ამის გამო ის უნდა დავაფასოთ.”
“მაშინ, როცა ანგარიში 2-2 იყო, გულშემატკივარმა ძალიან დიდი მუხტი გადმოგვცა, რაც მესამის გატანაში დაგვეხმარა. პირადად მე, ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, კლუბთან ადაპტირება უკვე მოვახერხე. “რეალი” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და, ვიმედოვნებ, აქ კიდევ დიდ ხანს დავრჩები,” – აცხადებს 20 წლის მოთამაშე.