ვალტერ მაცარი: „იტალიაში ხალხი შედეგს უყურებს, მე – თამაშის ხარისხს“

თარიღი: სექტემბერი 13, 2013

იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი მილანში შედგება, სადაც ადგილობრივი „ინტერი“ ტურინის „იუვენტუსს“ დაუხვდება. „ნერიაძურის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ამბობს, რომ „ხნიერ ქალბატონთან“ გასამართი მატჩი მისი გუნდისთვის კარგი გამოცდა იქნება. მისი თქმით, „ინტერმა“ ყურადღება, პირველ რიგში, ხარისხიან თამაშს უნდა მიაქციოს.

„იტალიაში ხალხი რეზულტატს უყურებს, თუმცა მე ყურადღებას თავად ფეხბურთზე ვაკეთებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ თამაშობს გუნდი. ფრე კარგი შედეგი იქნებოდა, თუმცა იმას არ ვამბობ, რომ საყაიმო ანგარიშით მოხარული ვიქნები. მინდა, რომ „ინტერმა“ თავისი დონის შესაბამისი ფეხბურთი აჩვენოს. ასეთ შემთხვევაში, შედეგიც მისაღები იქნება. დაცვაში საიმედოდ უნდა ვითამაშოთ. გუნდი ითამაშებს იმ ტაქტიკით და ფეხბურთელებით, რომელთაც „იუვენტუსისთვის“ პრობლემების შექმნა შეუძლიათ“, – ამბობს „ინტერის“ თავკაცი.

მაცარიმ გაკვირვება გამოთქვა იმ ჭორზე, რომლის მიხედვითაც, მასსა და ტურინული გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის კონფლიქტი არსებობს.

„არ ვიცი, ჩვენს შორის რა მოხდა. თუ ამის გარკვევა გნებავთ, თავად მას ჰკითხეთ. ისეთი არაფერი მითქვამს, რომ კონტეს შეურაცხყოფად მიეღო. ერთადერთი რამ, რაც თავის დროზე ვთქვი, ის იყო, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ სათამაშო მოდელს იყენებდა. ეს კომპლიმენტი იყო და არა – კრიტიკა. კონტეს წყენინება არ მინდოდა“, – დაასრულა მაცარიმ.

ცნობისთვის, მატჩი „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ნაპოლის” ზაფხულში ერთ-ერთი ლიდერი დატოვებს

ზაფხულში “ნაპოლის” ფეხბურთელებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იქნება და მოსალოდნელია, რომ გუნდს სულ მცირე რამდენიმე ფეხბურთელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ამ ზაფხულს “რეალს” კვარას არ დაუთმობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, უახლოესი 2 თვის განმავლობაში “ნაპოლის” დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენმა “ტორინოსთან” 130 ათასი ევრო გამოიმუშავა

“ნაპოლიმ” “ტორინო” 0-4 გაანადგურა. ვიქტორ ოსიმენმა დუბლი შეასრულა. ოსიმენს სერია A-ში 21 გოლი დაუგროვდა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური გრანდი მამარდაშვილში 30 მილიონს იხდის

იტალიური მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას “იუვენტუსი&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას ქალბატონი ყოველთვის მარადონაზეა: ნიცა თავაძე ერთ მატჩსაც არ აცდენს!

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აქტიურად წერს და კვარას წარმატების ერთ-ერთ მიზეზად მის შეყვარებულს, ნიცა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხალხს რა უქნა? კვარას საოცარი გოლიიიიიი (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია “ატალანტას” ძალიან მაგარი გოლი გაუტანა. GOAL | NAPOLI 1-0 ATALANTA ⚽️ 59' Khvicha […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა მორიგ რეკორდზე მიდის! 75 მილიონი ევრო!

2022 წლის 1 ნოემბერს გერმანულმა Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 60 მილიონ ევროდ შეაფასა. 2022 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი “ბარსელონაში” კვარას ტრანსფერს ითხოვს!

ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ითხოვს. “ბარსელონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” ოსიმენში ასტრონომიულ თანხას იხდის

Football Italia-ს ინფორმაციით, “პსჟ” მზად არის “ნაპოლის” თავდამსხმელში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს. ოსიმენს “ნაპოლისთან&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იოლანდა: “კვარას დადანაშაულება აბსურდია”

იტალიელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი იოლანდა დე რიენცო “ლაციოსთან” წაგებულ მატჩზე და კვარაცხელიას დადანაშაულებაზე წერს. “კვარას [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: პოლიციამ ქართველი კრიმინალი დააკავა, რომელიც კვარას თამაშზე მიდიოდა

გუშინ “ნაპოლი” რომის “ლაციოს” წინააღმდეგ 0-1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის პოლიციამ საბერძნეთის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯორდანო: “მიკვირს თუ რატომ არ ასრულებს ოსიმენი პენალტებს”

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ბრუნო ჯორდანო ამბობს, რომ ოსიმენი იგუაინისგან პენალტის დარტყმას ისწავლის. “შეუძლია ოსიმენს გონსალო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” გასროლა! საუკეთესო კონტრაქტი ხვიჩას!

სულ მალე ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც აქამდე ცნობილი იყო, ხვიჩას 1.5 მილიონიან […]...
წაკითხვა