ვალტერ საბატინი: “მჭედლიძე ძლიერი იყო, მაგრამ ცოტა სულელი”
“რომას”, “ლაციოს”, “პალერმოს”, “ინტერისა” და სხვა იტალიური გუნდების სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე და ლევან მჭედლიძეზე ისაუბრა.
“კვარა ფეხბურთისთვის უცხო ტერიტორიიდან მოდის. ადვილია ფეხბურთელი არგენტინიდან ან ბრაზილიიდან წამოიყვანო, მაგრამ საქართველოდან სარისკოა. მე დავიმატე წლების წინ მოთამაშე საქართველოდან, ლევან მჭედლიძე. ძალიან ძლიერი, მაგრამ ცოტა სულელი. ტურინში “იუვენტუსს” გაუტანა “პალერმოში” დებიუტისას და ის თამაში მოვიგეთ. კვარა ლოკომოტივია, რევოლუციონერია”
“რა ღირს ის? არაფერი, რადგან მას არ გაყიდიან. კიმმაც ძალიან გამაოცა. საერთო ჯამში, “ნაპოლის” სატრანსფერო ფანჯარა მშვენიერი გამოვიდა. ბრძნული და გაბედული გადაწყვეტილებები მიიღეს” – განაცხადა საბატინიმ.
რატომღაც, საბატინი ძალიან ხშირად ახსენებს ლევან მჭედლიძეს უარყოფით კონტექსტში.