ვალვერდე ალექს ბაენას ავტომობილთან დაელოდა და სახეში ჩაარტყა
ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ “ვილიარეალის” ფეხბურთელს, ალექს ბაენას სახეში ჩაარტყა.
2 დღის წინ “ვილიარეალი” “რეალის” მატჩი გაიმართა, სადაც როგორც იწერება, ბაენამ ვალვერდეს ოჯახი ცუდად მოიხსენია. ბაენა ვალვერდეს სათამაშო ეპიზოდისას ეუხეშა და მიაძახა: “იტირე ახლა, რადგან შენი შვილი არ დაიბადება”.
ვალვერდეს მეუღლეს რამდენიმე თვის წინ მუცელი მოეშალა. ესპანური გამოცემები იმასაც ამატებენ, რომ ვალვერდეს მსგავსი სიტყვებით ჯერ კიდევ წინა დაპირისპირებისას (20 იანვარს) მიმართა და ახლაც იგივე გაიმეორა.
ურუგვაელმა მატჩის დროს თავი შეიკავა, სამაგიეროდ ავტომობილის სადგომთან დაელოდა და სახეში ჩაარტყა. თან, დაუმატა, რომ სანამ მის ოჯახზე რამეს იტყოდა, კარგად დაფიქრებულიყო.
ახლა ბაენამ ფედეს პოლიციაში უჩივლა და ყოველგვარ მსგავს მიმართვას უარყოფს.
Valverde almost punched Baena during the game…he 100% said something really bad, there is no chance Fede reacted that way for no reason.
The worst part is he's trying to play the victim like he has no idea what happened, embarrassing.pic.twitter.com/RzzxgS9bRs
— Noodle Vini (@vini_ball) April 9, 2023