ვალვერდე: “ისიც კი არ მინდა, ვინმემ ოდესმე საპატიო კორიდორი ჩემს გუნდს მოუწყოს”
დღეს კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაუპირისპირდება.
“ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“საპატიო კორიდორს ერთი გუნდი მეორეს წარსულში უკეთებდა. ეს პატივისცემის სიმბოლო იყო და ამ ხერხს ხშირად მიმართავდნენ. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რას მიაღწია “რეალმა”. ისინი მსოფლიოს ჩემპიონები არიან, რაც დიდი წარმატებაა. თუმცა, მათ საპატიო კორიდორს არ მოვუწყობთ. არც ის მსურს, ვინმემ იგივე გზით ჩვენ გვცეს პატივი.”
“ხვალ ტიტულის მოგება არ შეგვიძლია. “ატლეტიკო” ექვსი ქულით გვისწრებს და შესაძლოა, ეს სხვაობა სამამდე შემცირდეს. ხვალ ისეთ შეხვედრას ჩავატარებთ,თითქოს, ეს ცხოვრების უკანასკნელი მატჩი ყოფილიყოს. ორივე გუნდი დიდი წნეხის ქვეშაა. ეს იმიტომ, რომ ამ თამაშს უზარმაზარი დატვირთვა აქვს სხვადასხვა მხირვ.”
“ხვალ ყველაფერზე მოგვიწევს ყურადღების გამახვილება. მეტოქეს ისეთი მოთამაშეები ჰყავს, რომელთა ერთმა მოძრაობამაც შესაძლოა, ყველაფერი გადაწყვიტოს. ამიტომ, თავი უნდა დავიზღვიოთ. იმედი მაქვს ჩემი ბიჭების,” – აცხადებს ვალვერდე.