ვალვერდე: “ხშირად თავს ვერ ვიცავდით, რადგან “ვალენსია” საუკეთესოა კონტრ-შეტევაზე”
გუშინ ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” “ვალენსია” მიიღო და მეტოქესთან ფრე, 1-1 ითამაშა.
პრინციპული შეხვედრის შემდეგ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ურთულესი თამაში გამოვიდა. ჩვენ ხშირად კარგად ვერ ვიცავდით თავს, რადგან “ღამურები” კონტრ-შეტევაზე შესანიშნავად გადმოდიოდნენ. ვიცით, რომ ეს გუნდი სახლშია განსაკუთრებით ძლიერი. სწორედ ამიტომ, უკმაყოფილო არ ვარ – დაძაბული წუთების შემდეგ, ანგარიში გავათანაბრეთ და ერთი ქულა მაინც მოვიპოვეთ. მათ დაბალანსებული თამაში დავუპირისპირეთ. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვთამაშობდით მათი ორი თავდამსხმელის წინააღმდეგ. განსაკუთრებით, გუედეშს გამოვარჩევდი,” – აცხადებს ვალვერდე.