ვალვერდე: “კოუნტინიო კარგი მოთამაშეა, თუმცა ჩემი ფეხბურთელები უფრო მომწონს”
დღეს კატალონიის “ბარსელონა” კოპა დელ რეის მერვედფინალში ვიგოს ესტუმრება და “სელტას” დაუპრისპირდება.
მნიშვნელოვანი მატჩის წინ, “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენცია გამართა.
“კოუნტინიო ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ის სხვა კლუბს ეკუთვნის. ბრაზილიელი მომწონს, თუმცა ჩემი ბიჭების მიმართ უფრო დიდი სიმპათია მაქვს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. უსმან დემბელეს ყოლით ბედნერი ვარ. იმედია, ის სასარგებლო ფეხბურთელი გამოდგება. ფრანგმა სწორედ მაშინ მიიღო ტრავმა, როცა გუნდთან ადაპტაციას ცდილობდა. ვნახოთ, თუ შელძებს ის ჩვენს დახმარებას. ახლა იგი სათამაშოდ მზადაა.”
“სელტას” წინააღმდეგ უკვე ვითამაშეთ და ვიცით, როგორ წარვმართოთ მატჩი. მათ თავიანთ მოედანზე ვერკინებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ “ბალაიდოსის” ბინადრები საკმაოდ აგრესიულები არიან. ეს იქნება შეხვედრა ორ კარგ გუნდს შორის. მათ დიდ პატივს ვცემთ. “სელტა” ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი იყო იმ კლუბებს შორის, რომელთაც ფრე ვეთამაშეთ. ახლა პროგრესირდნენ, მწვრთნელიც შეიცვალეს და გაცილებით უფრო საშიშნი არიან,” – ამბობს ვალვერდე.