ვალვერდე: “მესი მაშინ გამოვიდა მოედანზე, როცა ეს საჭირო გახდა”
გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ტურინის “იუვენტუსი” კატალონიის “ბარსელონას” დაუვხდა. დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელები პირველი ადგილით გავიდნენ ჯგუფიდან.
პრინციპული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან “ბლაგურნას” მთავარა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.
“მესის ტრავმა არ ჰქონდა. უბრალოდ, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ამიტომ აუცილებელია, ზოგჯერ, დასვენების საშუალება მივცეთ. ხოლო, როცა ზეწოლის გაძლიერება გახდა საჭირო, ის საქმეში ჩაერთო. მან ჩვენს შეტევებს მრავალფეროვნება შემატა.”
“ჩვენი მიზანი იყო, რომ მარკს ბევრი სეივის გაკეთება არ დასჭირვებოდა. დღეს, მას ხშირად არ გამოუჩენია თავი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ის უდაოდ კარგ ფორმაშია. დიბალას წიინააღმდეგ გერმანელმა მშვენივრად ითამაშა.”
“ბედნიერი ვარ, რომ რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. წინ ახალი თავგადასავლები გველის,” – აცხადებს ვალვერდე.