ვალვერდე: “მინდა სატრანსფერო ფანჯარა დაიხუროს, ვიცოდე ვის შეიძლება ვენდო”
“ბარსელონამ” ბოლო წინასასეზონო თამაში გამპერის თასზე ჩაატარა, სადაც “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” “ბოკა ხუნიორსი” დაამარცხეს (3-0). ერნესტო ვალვერდე მატჩის შემდეგ პრესასთან საუბრისას რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო.
“რაფინიას თამაშით კმაყოფილი ვარ. მიხარია ჩვენთან ერთად რომ არის, მაგრამ 31 აგვისტომდე, სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ დაიხურება, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. ძალიან მინდა სატრანსფერო ფანჯარა ახლავე დაიხუროს და ვიცოდე, ვის შემიძლია ვენდო.
ლეომ დღეს მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, მაგრამ სხვა დროს, შესაძლოა, სხვა როლი შეითავსოს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირატესობაა. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თანაბრად კარგად თამაში.
რაც შეეხება მალკომს, მან ისევე კარგად ითამაშა, როგორც დემბელემ და კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ შესანიშნავი დარტყმა აქვს,” – აცხადებს ვალვერდე.