ვალვერდე პიკეს ამართლებს: “ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგაზე, “ოლიმპიაკოსთან” მოგებული მატჩი შეაფასა და წითელი ბარათის ეპიზოდზეც (პიკე მოედნიდან ხელით გატანილი გოლის გამო გააძევეს) გააკეთა კომენტარი.
“ჩვენი მეტოქე სიღრმიდან გვეთამაშებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა თავის დაცვას. რიტმის შენარჩუნება ძალიან რთული იყო. რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ეს კონტრ-იერიშის დროს გადაწყობის პრობლემის ბრალი იყო.
ვიცოდით, რომ მოედანზე 10 კაცით დარჩენის შემდეგ მეტოქე ზეწოლას გააძლიერებდა და აქიდან გამომდინარე, მეორე გოლის გატანა უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის.
მეტოქეები იმედგაცრუებულები არიან? “ოლიმპიაკოსი” საკუთარი ჩემპიონატის სათავეშიც არ იმყოფება, აქ მხოლოდ იმ იმედით მოვიდნენ, რომ სიურპრიზის გაკეთებას შეძლებდნენ. მათ თავისი თამაში აჩვენეს, მაგრამ ჩვენი პოზიციები გაცილებით უფრო მყარი იყო.
რაც შეეხება უშუალოდ პიკეს გაძევებას, ეს ეპიზოდი ტელევიზორში ჯერაცა არ მინახავს, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა, ის გოლთან ძალიან ახლოს იყო,” – აცხადებს ვალვერდე.